12:42 / 13-01-2018
"მე ესპანელი ვარ, მაგრამ სამ შვილს ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო..." - ქართველი ემიგრანტის ოჯახის ემოციური ისტორია ამერიკიდან
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ფეისბუქ-ჯგუფში "ჩვენ ამერიკაში", ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენია საინტერესო და გულისამაჩუყებელ ისტორიას წერს:

"უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი... შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი (სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება - ქართველი ხარ? მე სადაც ვცხოვრობ, იქ ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ გამიკვრიდა. როცა შეკითხვა დავუბრუნე, მითხრა: მე ესპანელი ვარ მაგრამ, სამი შვილი მყავს და ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო. როგორც გავარკვიე, ქართველი მეუღლე ყოლია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მაგრამ მოახერხა და ქმარ-შვილს
ისე შეაყვარა საქართველო, რომ კაცი ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს.

მითხრა, ჩვენს სახლში ყველაზე წმინდა სიტყვა "დედა" არისო, ბიჭები ქართულ ეკლესიაში დამყავს და მალე საქართველოში მივდივარო! ბოლოს მკითხა, იქნებ იცნობდი ჩემს ცოლს - ეკატერინე ერქვაო. არ ვიცნობდი, არც ბანალური მინდა ვიყო, მაგრამ დაილოცოს მისი ქალობა, ოთხი ესპანელი ვაჟკაცისთვის, დედა რომ ყველაზე წმინდა სიტყვად აქცია და საქართველო სალოცავად გაუხადა!!!" - წერს დამენია პოსტში.



მის ემოციურ ისტორიას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამა ჯეფრი ჯონ ლოუნი, რომელიც სამ შვილს ზრდის, ორი წლის წინ დაქვრივდა. მისი ქართველი მეუღლე, ეკატერინე თექაძე 2015 წელს გარდაიცვალა, მისი უმცროსი ვაჟი ჯერ 2 წლისაც არ იყო. ქალი რამდენიმე თვე ებრძოდა სიმსივნეს. ეკატერინე 18 წლის იყო როცა ამერიკაში ჩავიდა, თავადაც გარდაცვლილი ყავდა დედა... წლების განმავლობაში აშშ-დან ეხმარებოდა საქართველოში დარჩენილ მამას და და-ძმას, თუმცა სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხა...



ჯეფრის და ეკას შვილებს - ჯორჯი, ლუკა და ნიკო ჰქვიათ. ოჯახი ნიუ ჯერსიში ცხოვრობს, ბავშვებს ესპანელი მამა ქართულად ალაპარაკებს, ქართულ საკვირაო სკოლაში და მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაყავს. ბავშვების აღზრდაში ჯეფრი ლოუნს ქართველი ქალბატონი - თამარ ხანდოლიშვილი ეხმარება და როგორც ბებია ისე ზრუნავს მათზე.
00:38 / 15-01-2018
*****
0
მახსოვს, როგორც ძალიან მზრუნველი და. სამწუხაროდ, ბევრი ტრაგედია გადაიტანა ამ ოჯახმა მის გარდაცვალებამდეც და მას მერეც. მჯერა, რომ ღმერთი დაიფარავს მის შვილებს. და დიდი სურვილი მაქვს, საქართველომ შექმნას ის პირობები, რომ ეს ბავშვები უკანმოუხედავად არ გარბოდნენ აქედან. ქართულად აღზრდილი ბავშვები გვინდა, მაგრამ მათ მოვლა-პატრონობაზე სახელმწიფო მწყრალადაა.
გამოეხმაურე / 0 /
00:30 / 15-01-2018
Tekla
4
ჯეფრი ლოუნი რანაირი ესსპანელია?
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"თქვენი სამინისტრო სამშობლოდან ჩემი და ათიათასობით დედის გადახვეწაშია დამნაშავე!"
"რამ­დენ­ჯერ გვი­ყი­დია ძაღ­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ძვლე­ბი და სუ­პი მოგ­ვი­ხარ­შავს"
+VIDEO ზესტაფონელი ქალი 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა თურქეთში
ქართველი ქალი ოჯახში დამხმარედ მუშაობდა
"ბევ­რი ოც­ნე­ბობს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე და 40 წლის ასაკ­შიც კი მშობ­ლის გა­რე­შე ნა­ბიჯს ვერ გა­დად­გამს"
მერი და მისი ორი და მშობლიურ ქალაქ ტონგიდან სიღარიბეს და ოჯახურ სკანდალს გამოექცნენ
ქალბატონი მედეა დანიაში ლეგალურად ცხოვრობს და იქაურ პენსიაზეა დამოკიდებული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49