"სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს..." - რას წერს "ბასიანის" დაჭრილი დაცვის უფროსის მეუღლე "ფეისბუქზე"

"სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს..." - რას წერს "ბასიანის" დაჭრილი დაცვის უფროსის მეუღლე "ფეისბუქზე"

კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსის ზვიად მესხის მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, "მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული" და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოს, რომ შენს გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა... ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მადლობა ღმერთს. თუმცა პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში ისევ მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს. სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს, რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველებისა და მთავრობის, თუმცა ეხლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს" - წერს კალანდარიშვილი.

ცნობისთვის, კლუბ "ბასიანში" დაცვის უფროსი ზვიად მესხი, ასევე დაცვის ერთი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: "საქმეს ბოლომდე მივიყვან" - "ბასიანის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის შემდეგ გადაღებული ფოტო და კლუბის დაფუძნებლის გამოხმაურება

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 3 პირის დაჭრაში ბრალდებული 27 წლის ახალგაზრდა თამაზ ქვლივიძეა. იგი საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თამაზ ქვლივიძე ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

ასევე დაგაინტერესებთ: "პრივილეგირებული ოჯახის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა დაცვის უფროსი და დაცვის წევრები" - ბასიანის დამფუძვნებელი კლუბში მომხდარ ფაქტზე წერს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს