ვინ არის პატარა ბიჭუნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს "ფეისბუქზე" "ლაივით" ჩაერთო

ვინ არის პატარა ბიჭუნა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს "ფეისბუქზე" "ლაივით" ჩაერთო

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე სახალისო ხარვეზი გაიპარა. მოულოდნელად "ლაივში" პატარა ბიჭუნა ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა, ინტერნეტმომხმარებლებმა მისი ნახვა მაინც მოასწრეს. როგორც აღმოჩნა ბიჭუნა, რომელმაც "ფეისბუქის" მომხმარებლები გაახალისა, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის შვილია.

"ეს პატარა სანდროა, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილი... სანდრო, შემთხვევით აღმოჩნდა სამინისტროს ფეისბუქ გვერდის ლაივში და თქვენი გამხიარულებაც მოახერხა... სახალისო ხარვეზი - გვაპატიეთ" - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო თოლორდავამ.

"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

"ცენტრის თითოეული კუთხე-კუნჭული უყვარს, უყვარს ბალახის თითოეული ღერიც კი..." - პაატა იმნაძე სამსახურის ეზოში

"მაისის თოვლი ვარდების ნაცვლად..." - ფოტო სვანეთიდან