"სასწაული ხდება თუთას გარშემო" - პატარა გოგონა, რომლის დასახმარებლად "ფეისბუქი" გაერთიანდა, გერმანიაში სამკურნალოდ მიდის

"სასწაული ხდება თუთას გარშემო" - პატარა გოგონა, რომლის დასახმარებლად "ფეისბუქი" გაერთიანდა, გერმანიაში სამკურნალოდ მიდის

რამდენიმე დღეა სრულიად "ფეისბუქი" ულამაზესი პატარა გოგონას თუთა ცქიტიშვილის დასახმარებლად გაერთიანდა. სოციალურ ქსელში უამრავი ინტერნეტმომხმარებელი აზიარებს პოსტებს ჰეშთეგით #თუთასთვის. თუთას მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. იგი საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როგორც აღმოჩნდა საზოგადოების გაერთიანებამ შედეგი გამოიღო. თუთასთვის სამკურნალო თანხის ნაწილი უკვე შეგროვდა და გერმანიის კლინიკაში გადაირიცხა, სადაც ულამაზესი პატარა გოგონა მკურნალობის კურსს ჩაიტარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ინფორმაციას თუთას დედა ანკა ბერიშვილი ავრცელებს.

"თქვენი თანადგომით დღეს გერმანიის კლინიკაში გადაირიცხა სამკურნალო თანხის ნაწილი!! თქვენი ერთიანობით შევძელით ის რომ პატარა თუთიკო სამშაბათს 5:00ამ გაფრინდება სამკურნალოდ!!! თქვენი თანადგომით თუთას ცხოვრების ახალი შანსი ეძლევა და ეს სულ ყველას დამებაა მადლობა უფასური გახდა იმ ძალისხმევისთვის რაც თქვენ თუთასთვის გაიღეთ! მეგობრებო ყველას უკლებლივ კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას რათა შევძლოთ მეორე ნაწილის შეგროვება რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს ჩვენთან იდექით ბოლომდე. თქვენ რომ არა ვერაფერი ვერ გამოვიდოდა! ერთად ყველაფერს შევძლებთ სასწაული ხდება თუთას გარშემო უღრმესი მადლობა!!!!!!" - წერს ბერიშვილი.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა "თიბისი ბანკის" ანგარიშის ნომრებზე - GE66TB7824945061100063; GE03BG0000000335994400

მიმღები: ნათია ჩომახიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს