გოგა ხაჩიძე - ჩამოვა სოროსი და ნაციონალებს მოგვცემს 14 მილიარდს

გოგა ხაჩიძე - ჩამოვა სოროსი და ნაციონალებს მოგვცემს 14 მილიარდს

პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოში სოროსის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით სტატუსი განათავსა.

"ახლა სოროსი ჩამოვა და ნაციონალებს მოგვცემს 14 მილიარდს.

ჩვენი პარტიის ახალი სახელი იქნება "ზე-ოცნება", ხოლო ჩვენი დაპირებები შემდეგი:

უფასო ჯანდაცვა, პლიუს ნებისმიერი პლასტიკური ოპერაცია.

უფასო განათლება, პლიუს გამოცდებს ჩვენ ჩავაბარებთ თქვენს მაგივრად.

პენსია 440 ლარი?!... არა, 880 ლარი!...

სოფლის მეურნეობა: შევქმნით 2 მილიარდიან ფონდს (ზუსტად როდის და

რისთვის ჯერ არ ვიცით) გარდა ამისა ჩვენ თვითონ მოვხნავთ, დავთესავთ, მოსავალს ავიღებთ, გავყიდით და ფულს ხელში ჩაგითვლით ბოლო "კაპიკამდე".

კომუნალური გადასახადები: რამდენსაც დახარჯავთ, იმდენ ფულს იქით მოგცემთ, პლიუს ერთ პანჩურს ამოგარტყმევინებთ.

საწვავს საერთოდ გავაუქმებთ! ავტომობილებს გადავიყვანთ (უფასოდ) ალტერნატიულ ენერგომატარებლებზე, როგორიცაა: კაცობა, მეობა და გაგება (ქალბატონებისთვის, შესაბამისად - ქალობა).

ნატოს და ევროკავშირს აქეთ ვახვეწნინებთ, რომ შევიდეთ.

დავხურავთ "ვაშინგტონ პოსტს" ან შევუერთებთ "ასავალ-ასავალს"

გავხსნით რუსეთის ბაზარს, მერე დავხურავთ, მერე ისევ გავხსნით, მერე ისევ დავხურავთ.... ერთი სიტყვით, მაგარს ვაწვალებთ...

საქართველოს დავაბრუნებთ მე-12 საუკუნის საზღვრებში!... თანაც უსისხლოდ! (რაღაცნაირად...)

ნუ ახლა, მაცივრებს და სარეცხის მანქანებს რომ ყველას დავურიგებთ, მაგაზე შეჩერებაც არ ღირს...

და ბოლოს... გაგიორმაგებთ ღირსებას!...

საქართველოს

გაუმაარ! ....

გაუმაარ! ...

გაუმაარ!...

ძაალяნ მაგარი ბიჭები ვართ!

ძაალяნ მაგარ ქვეყანას ავაშენებთ!" - დაწერა პოლიტიკოსმა საკუთარ ფეისბუქზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს