გოგა ხაჩიძე სასამართლო პროცესიდან - ”გვარამიამ "რეჩი" დაარტყა, დაინგრა დარბაზი ”

გოგა ხაჩიძე სასამართლო პროცესიდან -  ”გვარამიამ "რეჩი" დაარტყა, დაინგრა დარბაზი ”

პარლამენტარი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო დარბაზში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ”ფეისბუქში” საუბრობს.

"სასამართლო პროცესიდან გამოვედი ახლა. მსჯელობა გრძელდება..."კტო პატერპევში"? "კტო პასტრადავში"? ყველაფერი ყველასთვის გასაგებია, ერთი რამის გარდა: პროკურატურას რა უნდა და საერთოდ რა შუაშია?! ახალგაზრდა პროკურორი ბიჭი, შუბლიდან ოფლის წმენდას ვერ აუდის. "დებიუტანტ კრიმინალებს" უაღრესად დადებითად ახასიათებს და მაინც გაიძახის დავაპატიმროთო. დარბაზში მხიარული განწყობაა, უბრალოდ სასამართლოს პატივისცემის გამო, ყველა ცდილობს ღიად არ გაერთოს პროკურატურის არგუმენტებზე",- წერს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და იქვე დასძენს - "გვარამიამ "რეჩი" დაარტყა დაინგრა დარბაზი აპლოდისმენტებით! თვითონ პროკურორებმაც ძლივს შეიკავეს თავი "ბრავო" რომ არ ეყვირათ! :)"

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოძიება ნიკა გვარამიასთვის, ალექსანდრე ხეთაგურისთვის, კახა დამენიასთვის, გიორგი ნემსიწვერიძისა და დევი კანდელაკისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს