რუბერტ სტურუა - ”დედამიწა კვლავ განაგრძობს ვიღაცის მიერ დადგენილი კანონებით მოძრაობას”

რუბერტ სტურუა - ”დედამიწა კვლავ განაგრძობს ვიღაცის მიერ დადგენილი კანონებით მოძრაობას”

რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ყოფით იმედგაცრუების ელფერი დაჰკრავს:

"გულგატეხილი დავბრუნდი რესტორანიდან, მეწყინა: დედამიწა კვლავ განაგრძობს ვიღაცის მიერ დადგენილ კანონებით მოძრაობას. ისევ იქნება ჩემი საქართველო! ისევ ვიღაცას რაღაცა გონია თავისი თავი; ვიღაცას ცივა; ვიღაცა სიყვარულზე ოცნებობს, თავზე საბანგადაფარებული; ვიღაცამ ვიღაც მოკლა; ვიღაცა თავს იკლავს; ვიღაცა პირველად იკრავს გულში ქალს; ვიღაცას მორცხვობა ახრჩობს; ვიღაცა სითამამეს ებრძვის; ვიღაცა მაგინებს, ვიღაცას ვაგინებ; ვიღაცას შურს; ვიღაცას არ შეუძლია და ვერავის იტანს; ვიღაცა ხატავს, ვიღაცას ხატავენ; ვიღაცა ტირის, ზოგი სიხარულით, ვიღაცა კი ცხედარს შესცქერის; ბიჭი ქუჩაში, გოგონა ქუჩაში, ვიღაცა ჩასაფრებული; სადღაც ვიღაცის ყვირილი ისმის და მდიდარ საწოლში ორი სხეული თავიდან ბორგავს; - და ღამურები, ღამურები, ღამურები; რუსთაველის თეატრი კი სდუმს; ხმა ამოიღე; შეძლებ კი?", - წერს სტურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს