მარიამ საჯაიას ავღანური შთაბეჭდილებები - დარჩა თუ არა დეპუტატი პრეზიდენტთან დუბაიში?

მარიამ საჯაიას ავღანური შთაბეჭდილებები - დარჩა თუ არა დეპუტატი პრეზიდენტთან დუბაიში?

21 წლის პარლამენტარი მარიამ საჯაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავღანეთში ვიზიტის შთაბეჭდილებების შესახებ ყვება. საჯაია ამჟამად თბილისში იმყოფება. დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტისას  მის თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციაში შედიოდა.

”ცნობისთვის, დელეგაციის წევრები თბილისში რეგულარული რეისით დავბრუნდით, რა დროსაც თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატს, კახა ბუცხრიკიძეს საზღვრის გადმოკვეთისას გარკვეული პრობლემები შეექმნა. იგი საზღვარზე შეაყოვნეს, რადგან ბაზაში მონიშნულია, როგორც პრობლემური პირი და მის საქართველოში შემოშვებას "ზემოდან" თანხმობა სჭირდება. რეალურად ამგვარი დაბრკოლება მას არ უნდა შექმნოდა, რადგან მასზე არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ძებნაში არ არის მიცემული. ამ ადამიანის "პრობლემურობას" წარმოადგენს ის, რომ იგი არის ამ მთავრობისთვის არასასურველი ადამიანების სიაში. სავარაუდოდ ეს განპირობებულია ბუცხრიკიძის ახალაიასთან მეგობრობით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანი საზღვარზე შეაფერხეს ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნების დროს. იმედი მაქვს შესაბამისი ორგანოები მიიღებენ ზომებს და დაადგენენ შეფერხების მიზეზს, რომ საქართველოს მოქალაქეს, ხალხის მიერ დემოკრატიული არჩევნებით არჩეულ დეპუტატს არ შეექმნას დაბრკოლება შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელოს უფლებამოსილება",- წერს საჯაია.

საჯაია "ფეისბუქში" სამხედრო მოსამსახურე შორენა სოფრომაძესთან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

"როგორც მითხრეს, შორენა არის თერჯოლიდან, იქ ცხოვრობს მისი ოჯახიც. ჩვენი თერჯოლის მაჟორიტარი, კახა ბუცხრიკიძე მუდმივად აქცევს ყურადღებას სოფრომაძეების ოჯახს.

ესეც ასე, უკვე ვიპოვე შორენას ოჯახი და აუცილებლად მივალ მათთან !

ვამაყობ ისეთი ქართველი ქალით, როგორიცაა შორენა სოფრომაძე ! ბედნიერი ვარ, რომ პირადად გავიცანი და მოვისმინე მისი ისტორია ...

მისმა ძმამ საქართველოს დროშის ფეხით გათელვას სიკვდილი ამჯობინა, სოფომ (როგორც მას ჯარისკაცები ეძახიან) კი ძმის გმირული სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა მის ნაცვლად ემსახურა საქართველოსთვის: "მინდოდა გამეგო როგორი გრძნობაა გეცვას სამხედრო ფორმა და გულზე გეწეროს - საქართველო, იყო რიგითი ჯარისკაცი და ემსახურებოდე ქვეყანას".

მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა ოჯახისა და მეგობრების მხრიდან, სოფო ჯარში წავიდა, 3 წლის მსახურობის შემდეგ კი ავღანეთის სამხედრო მისიას შეუერთდა ჰელმანდის პროვინციაში - მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში. შუკვანის ბაზაზე იგი სამედიცინო დახმარებას უწევს დაშავებულ მებრძოლებს, ზრუნავს როგორც საკუთარ ძმაზე იზრუნებდა იმ მძიმე წუთებში. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა ბაზაზე დაშავებული ავღანელი ბავშვიც მიუყვანიათ.

რამდენჯერმე ქალების შემოწმების ოპერაციაშიც მიიღო მონაწილეობა, გასული იყო ავღანურ დასახლებებში. "შთაბეჭდილება იყო ძალიან მძიმე" - სოფო ამბობს. "შვილები კი არ უყვართ... წარმოიდგინე, ბავშვს ეუბნებიან - აბა ამ ადგილზე გაიარე, დანაღმული არის თუ არაო". თვითონაც დედაა და განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამს ამას. მონაყოლიდან გამომდინარე კიდევ უფრო გიმძაფრდება შეგრძნება, რომ ველურ სამყაროში ხარ, სადაც არ არსებობს გრძნობები - არსებობს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი და ბრმა იდეოლოგია ...

სოფო აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში! დაბრუნდება ძალიან ძლიერი და გააგრძელებს საქართველოსთვის ბრძოლას. აუცილებლად მოვძებნი მის ოჯახს, მოვინახულებ მის შვილს და მათთან ერთად დაველოდები სოფოს საქართველოში დაბრუნებას ...", - წერს პარლამენტარი.

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, საიდანაც დელეგაცია თბილისში დაბრუნდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი სამეფო ოჯახის წევრების პირადი მოწვევით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარჩა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მარიამ საჯაია დუბაიში პრეზიდენტთან ერთად დარჩა. დეპუტატი ამ თემასაც გამოეხმაურა.

"ოდესმე ხომ უნდა შეეშვან ზოგიერთები ბინძური თემებით სპეკულირებას ?!!! ვისაც ჰგონია, რომ დუბაიში ვერთობი, რამდენიმე წუთში მობრძანდეს ტაბიძეზე (დავწერ სადაც ვიქნები) და დარწმუნდეს, რომ თბილისში ვარ. და საერთოდ, სანამ ასეთ სიბინძურეს დაწერთ, იქნებ გადაამოწმოთ ინფორმაცია.

არც ჩემი ტელეფონის ნომრის გაგება გაუჭირდებათ ამ ზღაპრების მომგონებს...", - წერს პარლამენტარი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს