მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ძველით ახალ წელს ერთად შეხვდნენ

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ძველით ახალ წელს ერთად შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ძველით ახალ წელს საპატრიარქოში ერთად შეხვდნენ. ინფორმაცია პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"2013 წელი ყოფილიყოს სიყვარულის წელი! ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება, გავაგრძელოთ ის სიყვარული, რაც ჩვენმა უწმინდესმა გვაჩუქა და ამ სიყვარულით უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავაწყნაროთ ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ სიყვარულით გავაგრძელოთ ცხოვრება," - ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში შეკრებილ სასულიერო პირებს და სრულიად საქართველოს ახალი 2013 წლის დადგომა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პირნათლად შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და მხოლოდ სიყვარულით დაიწყებს ქვეყნის აღმშენებლობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საზეიმო მიღებას, სასულიერო პირებთან ერთად, ასევე მსოფლიო პატრიარქი ესწრებოდა.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს