გოგოლა კალანდაძე "პეტეესის" მძღოლად მუშაობას უარყოფს

გოგოლა კალანდაძე "პეტეესის" მძღოლად მუშაობას უარყოფს

მსახიობი გოგოლა კალანდაძე მის წინააღმდეგ აგორებულ ჭორებს "პირველ არხზე" მძღოლად მუშაობის შესახებ "ფეისბუქით" ეხმაურება.

"როგორც წესი, ჭორებს არ ვპასუხობ:), მით უფრო აბსურდულს, მაგრამ რადგან დღეს გავრცელებულმა ჭორმა კამპანიის სახე მიიღო, "ჩემს კეთილისმსურველებს" მინდა ვუთხრა: "პეტეესის" მძღოლობა ნამდვილად არ მეთაკილება, მაგრამ მე "პირველ არხზე" საპროდიუსერო საბჭოს წევრი ვიყავი. ასევე, ვმუშაობდი ჩემს საავტორო გადაცემაზე, რომელიც გასართობი თოქ-შოუ უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ის ეთერში ვეღარ გავიდა", - წერს გოგოლა კალანდაძე.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ მსახიობი გოგოლა კალანდაძე გაფორმებული იყო "პეტეეს"-ის (პირდაპირი ტრანსლიაციის სატრანსპორტო საშუალება) მძღოლად და მისი ანაზღაურება 3000 ლარს შეადგენდა. მსგავსი 700-მდე ფაქტი აღმოაჩინეს, რის შედეგადაც ტელევიზიას ქონდა გადახარჯვა. ამავე ინფორმაციით, ამჟამად ტელევიზიაში ტექნიკური პერსონალის შემცირება მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებს ხელფასებს უმცირებენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს