ირაკლი ალასანიას მეუღლე - "რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ"

ირაკლი ალასანიას მეუღლე - "რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ"

სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრ ირალი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის ინტერვიუს განიხილავენ, რომელიც 2012 წლის 19 მარტს ჟურნალს "რეიტინგში" დაიბეჭდა. ინტერვიუში ნათია ფანჯიკიძე პოლიტიკაში ახლადგამოჩენილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს.

"ბიძინას, როგორც პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია როგორც დარტყმის, ასევე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ", - ამბობს ფანჯიკიძე.

ინტერნეტ-მომხმარებლები ინტერვიუს ეხმაურებიან:

"ნათია ძალზე სერიოზული პროფესიონალია. ის გაუაზრებლად არაფერს იტყვის და არც ცინიზმისკენ არის მიდრეკილი... მეც მშვიდად ვარ, რაც ბატონმა ბიძინამ ერის სატკივარი თავის თავზე აიღო და მას ღირსეულად უმშვენებს მხარს ნათიას მეუღლე-ირაკლი ალასანია!"

"ჰა, ჰა, ჰა. ბიძინას გარდა არ გეღირსოს ნეტარება"

"ირაკლი ალასანიამ მცირე შეცდომა დაუშვა (c) ბიძინა და მისი მეუღლე ნეტარებაშია :)))))) ნამდვილი კლინიკაა"

"ნეტარებაში იქნება, მინისტრის ცოლია, გამაგიჟებს ეს ხალხი რაა...  აბა, მე მკითხოს, თუ ვარ ნეტარებაში და ჩემნაირი ათასობით"

"ხალხნო, უჩქმიტეთ ვინმემ სანამ დროა!"

"კლინიკური სურათია, მთავარია ნეტარება სხვა რამეში არ გადაეზარდოს"

"ქნარი უყიდეთ და ღრუბელზე შემოსვით", - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

იხილეთ სტატია: რამ გააბრაზა ირაკლი ალასანიას მეუღლე - "ირაკლი სახლში აღარ შემოდის და არ მელაპარაკება"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს