მიტინგებზე წარმოთქმული "ფრთიანი" ფრაზები

მიტინგებზე წარმოთქმული "ფრთიანი" ფრაზები

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" რედაქტორი და რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ბერულავა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე 2007-2011 წლებში თბილისის მიტინგებზე წარმოთქმულ ფრაზებს აქვეყნებს, რომლებიც სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს.

სხვადასხვა დროს 2007-2011 წლებში თბილისში, მიტინგზე წარმოთქმული ფრაზები და მათი ავტორები:

"ენა, მამული, სარწმუნოება წამართვა მიშამ მე, როგორც ახალგაზრდას" (ნინელი ჭანკვეტაძე);

"მართლმადიდებლურად ვიდგებით!" (ეკა ბესელია);

"ცოტა ხანში ამათ უბნებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს ტო, ყველა უბანი გამოვა და თავის სათქმელს იტყვის" (“კორკოტა");

"აგარაკს არ დავთმობ, ლტოლვილებისათვის არ გამოდგება... იქ ყოფილხართ? რომ მოხვალთ დარწმუნდებით, რომ ლტოლვილები იქ ვერ იცხოვრებენ" (ნინო ბურჯანაძე);

"ფაშიზმმა ააყვავა გერმანია" (რეზო ესაძე);

"ალასანია კულინარიელებში რომ იყო კარგია - გამეხარდა, გვეღირსება ქუჩის აკადემია გამოვლილი პრეზიდენტი" (აკაკი გლურჯიძე, მსახიობ ნანა შონიას მეუღლე);

"გენდერული თანასწორობის საუკუნე - ეს ხომ სატანიზმია, არაფერი სხვა" ( რეზო ჩხეიძე და გიგა ლორთქიფანიძე);

"რეზიდენციასთან ლოცვაზე კურთხევა უკვე გვაქვს!" (ბაკურ ბაკურაძე);

"ხალხი ამათი დამწვარი გვამებით ირბენს ქუჩებში" (გუბაზ სანიკიძე);

"ვინც მიტინგზე არაა, თათქარიძეები არიან" (გუბაზ სანიკიძე);

"ყველას სიები გვაქვს და მიშა რომ წავა, თქვენზე ნადირობა წავა" (გუბაზ სანიკიძე);

"ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს" (მამუკა კაციტაძე);

"ელასტიურები უნდა გავხდეთ, უნდა დავბრუნდეთ რუსებთან" (გოგი თოფაძე);

"92-ში დაიწყო საქართველოს აღორძინება..." (ვაჟა ლორთქიფანიძე);

"რას ერჩოდნენ იმ პატარა ბავშვებს და ქალებს შუაღამისას დაძინებულები რომ დაბომბეს ცხინვალში?" (გოგი თოფაძე);

"პუტინის ხელში ვართ და უნდა ვაღიაროთ" (გოგი თოფაძე);

"რუსების დროს ყველაზე მაგრად განვვითარდით" (გოგი თოფაძე);

"აი ეს არის განსხვავება ამ ორ პრეზიდენტს შორის, რომ ედიკას სისხლი არ დაუღვრია" (ნანა კაკაბაძე);

"როცა ვაპირებდით რეფორმების გატარებას და კორუფციის მოსპობას, ზუსტად მაშინ მოვიდა ეს მიშა და მოგვიწყვეს ყვავილების რევოლუცია" (ედუარდ შევარდნაძე);

"ვკუსი" არ აქვს, თბილისურად არ გაიზარდა. თბილისური, ვაკური პონტი არ აქვს მიშას" (შალვა რამიშვილი);

"თუ ტიპს ფულს ახევ და უტეხავ - ზნაჩიტ ღირსია" (შალვა რამიშვილი);

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს