16:29 / 02-07-2013
ეკა კვალიაშვილმა ნინა სუბლატი ”რუსთავი 2”-ის ვარსკვლავად მონათლა
მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულს, ნინა სუბლატს ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ვარკვლავს უწოდებს. მომღერლის შვილი, "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე ნუკა გვალია გუშინ ნინა სუბლატთან და მარიკო ლეჟავასთან ერთად ტელეპროექტში გამარჯვებისთვის იბრძოდა.

"ნუკ, მთელ საქართველოს უყვარხარ და ძალიან მალე მსოფლიო შეგიყვარებს... შენ დიდი მომღერალი ხარ, მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში შენ კარგი პრაქტიკა გაიარე, გამოცდილება მიიღე, დაიხვეწე და უკვე მზად ხარ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად :) შენ ნამდვილი ჩემი შვილი ხარ, ამიტომაც გვაქვს მე და შენ ფანტასტიური განწყობა.
ნინას კი ვულოცავ "ტვ. რუსთავი 2"-ის ვარსკვლავობას :)

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მეგობრებო, თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის, ამდენი თვე ჩვენ ერთად ვიყავით, შეგეჩვიეთ, მიყვარხართ, ნუკა სათანადოდ დააფასა მსმენელმა და უამრავი ხმა მისცა, ხაზს ვუსმევ, უამრავი ხმა!!! ამიტომ არის ნუკა, ყველანაირი მაქინაციების გარეშე საქართველოს, ანუ თქვენი რჩეული ვარსკვლავი, აბა მითხარით, ამას რამე სჯობს:) გკოცნით ყველას, მიყვარხართ და ეჭვი არ მეპარება, მსოფლიო ასპარეზზე ნუკას რომ დავინახავთ, გაგვიხარდება და უდიდეს სიამოვნებას მოგვგვრის ეს ფაქტი, კიდევ და კიდევ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დიდ მადლობას გიხდით.

ჩვენ არჩეული გვაქვს ვიწრო კარი, ამიტომ მაქინაციების გარეშე ვცხოვრობთ და ღმერთი ხედავს ამას", - წერს კვალიაშვილი.

1 ივლისს მუსიკალური კონკურსის, "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალი გაიმართა. სამმა ფინალისტმა: ნინა სუბლატმა, ნუკა გვალიამ და მარიკო ლეჟავამ ორ-ორი სოლო-სიმღერა შეასრულეს. გოგონებს ჰქონდათ საერთო მუსიკალური ნომერიც - კონკურსანტებმა ცნობილი სიმღერა Lady Marmalade შეასრულეს და სცენაზე საკმაოდ პროვოკაციული შოუ დადგეს.

80 ათასზე მეტი ზარიდან მაყურებლის რჩეული და "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტულის მფლობელი ნინა სუბლატი გახდა.

იხილეთ ვიდეო: ნინა სუბლატი "საქართველოს ვარსკვლავი" გახდა - ფინალური სამეულის Lady Marmalade




მკითხველის კომენტარები / 209 /
02 ივლისი 2013 22:29
manna
0
ეკა ბოღმიანი და სულელი დედაკაცი ყოფილა! იაფფასიანი ტრიუკი იყო ეგ!
02 ივლისი 2013 22:28
ნიკა
0
ამ გადაგვარებული მუტანტების ხელში რა გვეშველებააა!
02 ივლისი 2013 22:27
33
0
გველების ბუდე. დაანებეთ თავი ამ ბავშვებს. ეკა კვალიაშვილიც კარგს იმამს, თუ გვერდზე გადგება და დააცდის ამ ბავშვებს განიცადონ სიხარული.
02 ივლისი 2013 22:27
gia
0
აუ, მაგარი გაიბანძა თავი და შვილიც გააბანძა, არადა მართლა პატივსაცემლად მიმაჩნდნენ ორივე. ასე დაბოღმვა როგორ შეიძლება. თუ ვინმე იტყვის რომ სუბლატმა მაქინაციებით გაიმარჯვა ესე იგი მას მუსიკისაც არაფერი გაეგება და სიტყვა მაქინაციის მნიშვნელობაც არ ესმის. მეტი ღირსების მატარებელი მეგონა ეს ადამიანი!
02 ივლისი 2013 22:26
ვისაც რა უნდა ის იფიქროს
0
რა მკვრეხელობაა ეკას კომენტარები? შენი შვილი შენ კი არ უნდა შეაქო? სხვამ უნდა აქოს. რა გინდა ნინასთან? მან ნამდვილად დაიმსახურა საქართველოს ვარსკვლავობა. შენი შვილისთვის ცოტა ზრდილობა უნდა გესწავლებია ჩემო კარგო.ასეთი ბოღმით როგორი გზაც გაიარე იმას გაივლის შენი შვილი.
02 ივლისი 2013 22:13
teona
0
ნინა არჩვეულებრივი გოგოა და ღირსეულად მოიგო.თავიდან ნუკა მეგონდა რომ გაიმარჯვებდა მაგრამ ნინაა უზომოდ გამოხარდა.ნუკაც კარგია მაგრამ უსაჩუქროდ არ დარჩენილა ნამდვილად
02 ივლისი 2013 22:09
tornado
0
მაგარი უსაქმური ხალხი ხართ,როგორ გძულთ ერთმანეთი,ფუი თქვენს ადამიანობას,ამართლებთ დარვინის თეორიას.
02 ივლისი 2013 22:09
mako
0
სუბლატმა განაცხადა თავის გვარი დღეს დილის გადაცემაში. ისე შეეძლო არ განეცხადებინა, ეს მისი უფლებაა. როცა ფსევდონიმი აირჩია, შეეძლო არ გაემხილა თავისი გვარი. რამდენიც უნდა შეადაროთ და შეაჯიბროთ ერთმანეთს, სამივე იმდენად კარგია, რომ ვერაფერს ვერ დააკლებთ ამ შედარებებით.
02 ივლისი 2013 22:08
nei
0
ეკასნაირი სტერვას შვილი რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ ნუკა გაიმარჯვებდა, ნამდვილად ნიჭიერი გოგოა, მაგრამ დედამისი ბევრში იწვევს ანტიპათიას. ვუსურვებ ნუკას წარმატებებს, ოღონდ არა დედის გზის გამეორებას, უფრო ღირსეულს და დიდებულს!!!
02 ივლისი 2013 22:06
mako0
0
გილოცაააავვვვთთთთ!!!!!!!!!!!!!!!!
უმაგრესები ხართ, რაც მთავარია კარგი ადამიანებიც ხართ და ძალიან დიდი წარმატებები გელოდებათ წინ.

კომენტარების ზოგიერთ ავტორს - ძალიან გთხოვთ ნუ გამოარჩევთ ნურავის. ყველა თავისებურად საინტერესოა და უძლიერესი. ნუკა საოცრებაა და აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ადგილს, ხოლო ლეჟავა და სუბლატი კიდევ ძალიან ბევრჯერ გააოგნებენ მსმენელს. არ ვაზვიადებ, ასეთი ძლიერი მომღერლები ჯერ არ ღირსებია ქართულ სცენას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
"რაღაც რადიკალური უნდა მოხდეს, რომ ის ჩაილექოს ჩემში და მერე ყვლაფერი გადმოვცე"
სოციალურ ქსელში სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის
მომღერალმა ნინა სუბლატმა და გიორგი შამანაურმა 2013 წელს იქორწინეს
"იმიტომ რომ ელასტიკი მეცვა და ალბათ ჩემი 14 წლის პატარა უკანალი ესექსუალურა"
შეგახსენებთ, მომღერლის ქალიშვილი ნუკა კვალიაშვილი სულ ცოტა ხნის წინ მეორე ვაჟის დედა გახდა
''ქალი კი არა მზეი ხარ მზეი, გენაცალე მაგ გამოხედვაში"
"...ვიღაცისთვის ცუდი რამის თქმა მინდა და თავს ვიკავებ"
+PHOTO მომღერალს ახალი იმიჯი ძალიან უხდება
მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეიბუქის" პირად გვერდზე დიმა პჩელასთან და სტას
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:00 / 22-06-2017  Image პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
+VIDEO "სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა"
21:48 / 22-06-2017  Image "ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული, მაგრამ ნურას უკაცრავად!..." - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს
"პირადად ეწევა ჩვენს ბლოკირებას ყველა მთავარ არხზე"
13:02 / 22-06-2017  Image სექსუალური სამხედრო გოგონები ისრაელის ჯარიდან
+PHOTO ყოველწლიურად ისრაელში 1 500 ჯარისკაცი ქალი ირიცხება თავდაცვით ნაწილში
16:21 / 22-06-2017  Image უმრავლესობის ტაში და ოპოზიციის ბოიკოტი - პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
უმრავლესობა კენჭისყრის შედეგს ტაშით შეხვდა
17:42 / 22-06-2017  Image "24-ში - ახალმთვარეობაა კირჩხიბის ნიშანში" - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი
"საერთოდ ახალმთვარეობის პერიოდი რთულია, მით უფრო ქალებისთვის"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49