გიორგი ნაზღაიძე - გული მიგრძნობს, მაგრად დაგვენძრა!

გიორგი ნაზღაიძე - გული მიგრძნობს, მაგრად დაგვენძრა!

რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართველ პარლამენტარებს უმოქმედობისა და უვიცობის გამო აკრიტიკებს.

"დღევანდელი პარლამენტი და მთავრობა განიხილავს ჩოხა უნდა ეცვათ თუ არა პარლამენტის სხდომაზე, პრეზერვატივი ხორკლიანი თავით უნდა იყოს თუ არა, სერიალები რომელ საათზე უნდა გადიოდეს, პარლამენტის შენობა თბილისში უნდა იყოს თუ ქუთაისში, ალკოჰოლური საშუალების მიღება საზოგადოებრივ ადგილებში შეიძლება თუ არა და მთავარი, დღეისთვის ყველაზე აქტუალური თემა - კოცნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მაინტერესებს, ეს არის ქვეყნის პრობლემები? ამის გამო აირჩია ხალხმა დღევანდელი მთავრობა? მე შთაბეჭდილება მრჩება და გული მიგრძნობს, მაგრად დაგვენძრა!!!! სამწუხაროა, მხოლოდ ის, რომ ჩვენი ფული მათ უმოქმედობაში და უვიცობაში მიდის ხელფასის სახით!!!

გასაგებია, რომ წინა მთავრობა უვარგისი იყო და უნდა დაიჭირონ, მაგრამ დღეს რა ხდება, ვინმემ გამაგებინოს, ამდენი ადამიანი პარლამენტში ამისთვის სხედან, რომ ეს თემები განიხილონ და დაამტკიცონ? შთაბეჭდილება მაინც არ გრჩებათ ვინმეს, რომ ეს არის არაფრის კეთება და რაც მართლა ქვეყანაში პრობლემაა და გამოსასწორებელი, იმაზე თავის არიდება, რადგან არ შეუძლია რაიმეს გაკეთება. ტვინი და ჭკუა ხომ არის საჭირო!!!!", - წერს ნაზღაიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს