ნიკა ალასანიას და ლიკა ევგენიძეს აშშ-ში ვაჟი შეეძინათ

ნიკა ალასანიას და ლიკა ევგენიძეს აშშ-ში ვაჟი შეეძინათ

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილს, ნიკა ალასანიასა და მის ტელეწამყვან მეუღლეს, ლიკა ევგენიძეს წუხელ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაჟი შეეძინათ.

აღნიშნულ ინფორმაციას ნიკა ალასანია და ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებენ.

ახალშობილს ალექსანდრე დაარქვეს. ბავშვი 31 ივლისს, 02 საათსა და 15 წუთზე დაიბადა. ის 4700 გრამს იწონის და სიგრძეში 55.8 სანტიმეტრია.

ლიკა ბავშვის დაბადების მოწმობის სერტიფიკატსაც აქვეყნებს, რომელზეც ახალშობილის ფეხების ანაბეჭდებიცაა დატანილი.

გიორგი ბერიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს