ვისთან ერთად აღნიშნა სანდრა რულოვსმა "ჰელოუინი" ამერიკაში

ვისთან ერთად აღნიშნა სანდრა რულოვსმა "ჰელოუინი" ამერიკაში

საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა Halloween-ი აშშ-ში უმცროს ვაჟთან ერთად აღნიშნა. ამის შესახებ სანდრა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"გასული დღეები ნიკოლოზმა და მე აშშ-ში აღვნიშნეთ Halloween და ასევე მოვინახულეთ ედუარდი Swarthmore College-ში. ხვალ კი ევროპაში დავბრუნდებით.

ამჟამად ვარ ჟენევაში, სადაც ამ დღეებში ჩატარდება გლობალური ფონდის 30-ე გამგეობის შეხვედრა. ჩვენს რეგიონში ბევრი ადამიანი დამოკიდებულია გლობალური ფონდის დახმარებაზე!", - წერს პირველი ლედი.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში "ჰელოუინის" ტრადიციული დღესასწაული გაიმართა. სპეციალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა მონაწილეებმა სხვადასხვა ქალაქებში მსვლელობა მოაწყვეს. საქველმოქმედო მიზნებით, მათ სახლები მოიარეს და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ტკბილეული შეაგროვეს.

"ჰელოუინის" დღესასწაული თეთრ სახლშიც აღნიშნეს. ტრადიციულ დღესასწაულზე ბარაკ და მიშელ ობამებმა 2 600-ზე მეტ ბავშვს უმასპინძლეს.

"ჰელოუინის“ დღესასწაული ამერიკაში პირველად 1974 წელს გაიმართა. მასში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მონაწილეობს. აქციის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ თავად მთავრობის წარმომადგენლებიც.

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს