ნინა სუბლატი - ვუთანაგრძნობ ყველა ბიჭს, რომელიც "მსუბუქი ყოფაქცევის გოგოს" მეძახის

ნინა სუბლატი - ვუთანაგრძნობ ყველა ბიჭს, რომელიც "მსუბუქი ყოფაქცევის გოგოს" მეძახის

ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ნინა სუბლატი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მის მიმართ აგრესიულად და ზოგადად, უარყოფითად განწყობილ ადამიანებს პასუხობს.

"სოციალურ ქსელში მყავს 5000 მეგობარი. 15,6k follower-ი. არსებობს ჩემი აურაცხელი რაოდენობის like page-ი და იგივე რაოდენობის fake profile. ყოველ დილას, შუადღეს, საღამოს, ღამითაც მირეკავენ ჟურნალისტები და ინტერესდებიან ჩემი სიახლეებით; გავდივარ ქუჩაში, სადაც მე არავის ვიცნობ, სამაგიეროდ ისინი მიცნობენ მე... მეგობრებიც მყავს, რომლებსაც არ ვიცნობ და ნათესავებიც (სამაგიეროდ ისინი მიცნობენ მე). დავდივარ სხვადასხვა ადგილებში: კინოში, კაფეში , ბარში... - ამ ადგილებში მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ, მაგრამ სხვისი მეგობრები ჩემთან არიან, მერე რა რომ მათ არ ვიცნობ? სამაგიეროდ ისინი მიცნობენ მე! მე მაკრიტიკებენ და გარკვეული დონის ადამიანები მემუქრებიან კიდეც, თუმცა ისინი... მხოლოდ ამას აკეთებენ. მე არ ვინტერესდები არც იმით, თუ ვინ ვისთან რას აკეთებს და არც ვსაუბრობ არავისთან ამის შესახებ. არასდროს ცუდი არ მდომებია სხვისთვის და არასდროს არავისთვის არაფერი დამიბრალებია - ჩემთვის კი რამდენიც გინდათ... მე ვერ ვიტან უზრდელ ადამიანებს, ვერც იმათ, რაღაც უცნაურად რომ კაი, ძველ, ახალ თუ შუახნის ტიპობენ, თუმცა ჩემი ვერ ატანა არ არის ზიზღი. ჩემი ვერ ატანა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასეთები ჩემს გარშემო არ არიან.

არასდროს ყოფილა ჩემს გამო ჩხუბი, არასდროს გაუთენებიათ ბიჭებს ჩემს ფანჯარასთან და არასდროს მიმიღია საჩუქრები ვითომ უცნობი ადამიანებისგან. - იმიტომ არა, რომ მისამართი არ იცოდნენ, არც იმიტომ რომ არ ვიმსახურებ... უბრალოდ იმიტომ, რომ მე არ მინდოდა ეს და სხვათა შორის, არავის უკითხავს მინდა თუ არა... ეს ისედაც აშკარაა - არა! მე მარტივად ვცხოვრობ: არ ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ მსურს. არც არასდროს არაფერი დაუძალებიათ. მე ჩემი სურვილით ვისწავლე სწორად ხატვა, ქსოვა, ქარგვა, კერვა, ჩემი სურვილით დავიწყე კითხვა და ფილმების ყურება. ჩემივე სურვილით ვმღეროდი მთელი ცხოვრება და ჩემივე სურვილითაა მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილი. ასევე ჩემი სურვილით ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, იმის მიუხედავად, რომ მამაჩემი წინააღმდეგი იყო. მხოლოდ იმას ვჭამ, რაც მომწონს და დასალევზეც იგივეს ვიტყვი. საერთოდ ყველაფერზე იგივეს ვიტყვი... თუ მინდა, რატომაც არა?! თუ ჩემი საქციელი რომელიმეს, განსაკუთრებით კი ჩვენს რელიგიას ეწინააღმდეგება, თვლით, რომ არასწორი ვარ და მკიცხავთ, მაშინ ეცადეთ არ გამკიცხოთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს რელიგიაში ადამიანის განსჯა ცოდვაა, ხოლო ხელოვნების მსახურება მთელი სულით და ადამიანების უსაზღვრო სიყვარული ბედნიერება. მე ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ, არ ვინტერესდები პოლიტიკით, იმის მიუხედავად, რომ ჩემზე ასაკით გაცილებით უფროსმა ადამიანმა ჩემი ასეთი შეხედულება ქუჩაში გასვლას და ამინდის არ ცოდნას შეადარა.

თუ ის შეძლებს ამის წაკითხვას ვკითხავ, მისთვის მხედველობა, რომლითაც ცას უყურებს და გრძნობელობა, რომლის გამოც ხან ცივა ხან ცხელა, თუ უნდა საერთოდ მეტეოროლოგია და პოლიტიკა ერთი და იგივეა? თუ ასეა მაშინ ეს ქალბატონი ჩემზე ბევრად პატარაა გონებით. მე არ ვემორჩილები სისტემას, რადგან არც ვიცი როგორია ის... ჩემთვის ის, რაც ბუნებრივია, ბუნება ჰქვია, რაც გამოწვეულია, მე ვერ ვიღებ. მე ვშლი ადამიანებს სოციალური ქსელიდან, თუ ისინი შეურაცხყოფას მაყენებენ და მათ მაგივრად სხვებს ვიმატებ. - დამიჯერეთ, როდესაც 10 თავხედს ვშლი და მეორე 10-ს ვიმატებ, უზრდელობის მაგივრად ისინი მადლობას მწერენ დამატებისთვის და თბილ სიტყვებს მეუბნებიან. თავს საოცრად ვგრძნობ და რასაც დასთეს, იმას რომ მოიმკი, ჩემთვის ჭეშმარიტებაა. ხოლო თუ თქვენ სიმინდი დათესეთ და მიწა მოიმკეთ სიმინდის ნაცვლად, ეს მიწის ბრალი კი არაა, უბრალოდ თქვენ ხართ შუაში, ხოლო თუ მაინცდამაინც ასე არაა და სეტყვა იყო, მაშინ დარდის მაგივრად შეგიძლიათ მომავალ წელზე იფიქროთ, იმ წელს ნამდვილი სიმინდის მეფე ან დედოფალი გახდებით. მე მიყვარს ყველა ის ჩემი მეგობარი, რომელსაც არ ვიცნობ, რადგან როგორც ჩანს, მათ სურთ ჩემთან მეგობრობა. ვუთანაგრძნობ ყველა ბიჭს, რომელიც უსაფუძვლოდ "მსუბუქი ყოფაქცევის გოგოს" მეძახის, რადგან ისინი ვერ ეღირსებიან ჩემნაირ ადამიანს და ამის გამო უამრავი კომპლექსი აქვთ. ხომ იცით, როდესაც რაღაც მიუღწეველია, თავს აჯერებთ, რომ არც გინდათ, იმიტომ რომ ხიხიაა)). მე ბედნიერი ვარ, როდესაც ქუჩაში მოვდივარ და არავის ვიცნობ , სამაგიეროდ ისინი მიცნობენ მე. იმიტომ არა, რომ ცნობილი ვარ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს, სულ მცირე დოზით, ოდესღაც მაინც, უგრძვნია თავისუფლება და ისინი ამას ცნობენ ჩემშიც. სწორედ ამიტომ ვუყვარვარ, მოვწონვარ მათ. შურთ, ვეზიზღები კიდეც ადამიანებს. - ხომ იცით, როდესაც რაღაც მიუღწეველია, თავს აჯერებ, რომ არც გინდა, იმიტომ რომ ხიხიაა...", - წერს სუბლატი.

შეგახსენებთ, მომღერალმა ცოტა ხნის წინ მუსიკოს გიორგი შამანაურზე იქორწინა.

იხილეთ ასევე: ნინა სუბლატს მეუღლემ სიყვარული საჯაროდ აუხსნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს