სანდრა რულოვსი - "ჩვენ დავბრუნდებით"

სანდრა რულოვსი - "ჩვენ დავბრუნდებით"

დღეს მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი შეუღლებიდან მეოცე წლისთავს აღნიშნავენ. იუბილეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. სანდრა ოცი წლის წინ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოსა და ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს.

"ოცი წლის წინ, 17 ნოემბერს მე ვუთხარი მიშას: "დიახ, თანახმა ვარ. ჩვეულებრივ დღეს, ჩვეულებრივ სამოსში და ერთი ვარდით ხელში...

ათი წლის წინ 2003 წლის ნოემბერში მე ვუთახარი საქართველოს: "დიახ, მე გავაკეთებ ამას". რიგითი ახალგაზრდა ქალი ექსტრაორდინალური მამაკაცის გვერდით... და სადაც მივდიოდი, ყველაგან ვარდებს მჩუქნიდნენ.

დღეს, 2013 წლის 17 ნოემბერს ჩვენი ქორწინების მეოცე წლისთავი ვარდების გარეშეა - ეკლებისა და ცრემლების თანხლებით.

ჩვენი პატარა შვილი, ნიკუშა მიყურებს და მეკითხება, დავბრუნდებით თუ არა შინ მალე. მე კი იმედითა და ნდობით აღსავსე მას ვპასუხობ: "დიახ, ჩვენ დავბრუნდებით".

სანდრა

ჰოლანდია", - წერს ყოფილი პირველი ლედი.

დღეს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს