"ასეთ ადამიანს სადმე ჯანდაბაში, სადაც ომია, უიარაღოდ გავუშვებდი" - ცნობილები ძაღლის ვანდალურ მკვლელობაზე

"ასეთ ადამიანს სადმე ჯანდაბაში, სადაც ომია, უიარაღოდ გავუშვებდი" - ცნობილები ძაღლის ვანდალურ მკვლელობაზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზესტაფონის რ-ნის სოფ. არგვეთაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც ვინმე თამაზ ხუსკივაძემ ორ ლულიანი თოფით ორი წლის კავკასიური ნაგაზი მოკლა, შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა და სიამაყის გრძნობით სურათიც გადაიღო. ფოტო ინტერნეტში გავრცელდა.

"როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და საქართველოს მოქალაქე, მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, უსწრაფესად მოხდეს ზესტაფონის რაიონის, სოფელ არგვეთაში მომხდარი საზარელი ფაქტის გამოძიება და მკაცრად დაისაჯოს დამნაშავე.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია", - წერს ხაჩიძე.

დამნაშავის დასჯას ითხოვს ასევე მომღერალი ეკა კვალიაშვილი;

"ამ ადამიანის მიმართ საკმაოდ მძიმე სასჯელი თუ არ იქნება და სერიოზული ზომები მიღებული, კიდევ ერთხელ მიმიფურთხებია ამ კანონებისა და სამართლისთვის!!", - წერს ეკა.

თამაზ ხუსკივაძის მიმართ უფრო მკაცრია ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული, მომღერალი ნინა სუბლატი.

"მე პირადად ასეთ ადამიანს სადმე ჯანდაბაში, სადაც ომია, უიარაღოდ გავუშვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები კიდურით დაბრუნებულიყო საყვარელ სახლში და მშვიდად გაეგრძელებინა დარჩენილი ცხოვრება. რა ჯარიმა და რა იძულებითი სამუშაო ეგრევე უნდა გაანადგურონ!", - წერს სუბლატი.

ამ დღეებში ინტერნეტსივრცეში შემზარავი ფოტო გავრცელდა, რომელზეც ახალგაზრდა ბიჭს მოკლული ძაღლის მოჭრილი თავი უჭირავს ხელში.

შემთხვევა ზესტაფონის რ-ნის სოფ. არგვეთაში მოხდა. ცნობილია, რომ თამაზ ხუსკივაძემ ორ ლულიანი თოფით ორი წლის კავკასიური ნაგაზი-ხვადი, ბიბი მოკლა, შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა და სიამაყის გრძნობით სურათიც გადაიღო. ძაღლის მფლობელი ლეილა კიკნაველიძე დამნაშავის დასასჯელად შუამდგომლობას ითხოვს.

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს