ნინა სუბლატი - გავიდა თქვენი დრო და გაქრით რაა, ეს ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები

ნინა სუბლატი - გავიდა თქვენი დრო და გაქრით რაა, ეს ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები

მომღერალი ნინა სუბლატი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართულ მუსიკალურ სფეროში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს.

"ესე იგი ჩემი უდიდესი სურვილის მიუხედავად, რომ საქართველოში რაღაც საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო მოხდეს მუსიკალურ სფეროში (და დარწმუნებული ვარ, ეს მარტო ჩემი კი არა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის სურვილია) ნელ-ნელა ვრწმუნდები /თუ ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული/, რომ არც არაფერი მოხდება მომავალი 15 წლის განმავლობაში - ეს კარგ შემთხვევაში 15 წელი, თორე შეიძლება რეალურად უფრო მეტი დრო დასჭირდეს იმ ღიპიანი ფულიანი კაცების, უნიჭო დაბოღმილი ქალებისა და საერთოდ ბნელი საზოგადოების აღსასრულს.... წადით რა, თავი დაგვანებეთ რა არის, რაღაც გინდა გააკეთო და არ გაკეთებინებენ!!!!!! ამოვიდა ყელში ამ ვითომდა გრანდიოზულ კონცერტებზე COVER-ების შესრულება! თუთიყუშებიც აღარ გვქვია უკვე რაღაც მარაზმია რაა... თავაზობ ტიპებს რაღაც საინტერესოს და ფეხებზე კიდიათ, ოღონდ ზედმეტი დრო არ დახარჯონ რამეზე... მოგვბეზრდა ამ დივლიდალალეების და წყლის ჩამოტანილი ნაფოტის მოსმენა, გავიდა მაგათი დრო და გაქრით რაა ეს ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები, გადადით სადმე სხვაგან ჩვენ ჩვენი საკუთარი და არც თუ ისე ცუდი სიმღერები გვაქვს, რომლებსაც გაცილებით კარგად ვასრულებთ, ვიდრე ნებისმიერ COVER-ს... ბევრი ნიჭიერი ადამიანია და ისე ნუ იზამთ, რომ ყველა გაიქცეს ამ ქვეყნიდან... ბევრი მილიონი გაქვთ იმისთვის, რომ რაღაც კარგი საქმე გააკეთოთ და თვეში ერთხელ 2-3 წლის განმავლობაში სულ ცოტა რომ მოაკელოთ თქვენ ჯიბეებს, 5 წელში გაცილებით მეტს მოტეხავთ, ვიდრე ახლა გაგდით.... რა სირცხვილია!!!

რა თქმა უნდა, ფოლკლორი თავის ადგილზე უნდა იყოს და ჩვენ ახალგაზრდა მომღერლებიც და მსმენელებიც ჩვენს ადგილზე. განვითარება ყველგან და ყველაფერში საჭიროა, მითუმეტეს საქართველოში - კულტურაში რომ ფული არ იხარჯება და ყველას კიდია, ეგაა პრობლემა თორე ჩონგური არსად წავა...

შემოქმედება ავითარებს ადამიანს სულიერადაც და, სხვათაშორის, ფიზიკურადაც და კულტურაში თუ ის უგემოვნო სიმღერები იგულისხმება, რომელსაც "წითელი ბასანოჩკი" და "ნინიკო, ნინიკო" ჰქვია, მაშინ არ ვიცი... მაშინ აუცილებლად შევაგინოთ კულტურას...

რომ მიყვარს სამშობლო, იმიტომ მინდა, რომ სიბნელე არ იყოს და ხალხს ჰქონდეს რამე კარგის მოსმენის და საერთოდ რამე კარგის ნახვის და გაგების სურვილი და ამ უცხოეთზე არ ვიყოთ დამოკიდებულები", - წერს მომღერალი.

ნინა სუბლატმა 2013 წლის 1 ივლისს მუსიკალურ კონკურს "საქართველოს ვარსკვლავში" გაიმარჯვა.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს