ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
12:20 / 05-12-2013
ნინა სუბლატი - გავიდა თქვენი დრო და გაქრით რაა, ეს ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები
მომღერალი ნინა სუბლატი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართულ მუსიკალურ სფეროში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს.

"ესე იგი ჩემი უდიდესი სურვილის მიუხედავად, რომ საქართველოში რაღაც საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო მოხდეს მუსიკალურ სფეროში (და დარწმუნებული ვარ, ეს მარტო ჩემი კი არა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის სურვილია) ნელ-ნელა ვრწმუნდები /თუ ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული/, რომ არც არაფერი მოხდება მომავალი 15 წლის განმავლობაში - ეს კარგ შემთხვევაში 15 წელი, თორე შეიძლება რეალურად უფრო მეტი დრო დასჭირდეს იმ ღიპიანი ფულიანი კაცების, უნიჭო დაბოღმილი ქალებისა და საერთოდ ბნელი საზოგადოების აღსასრულს.... წადით რა, თავი დაგვანებეთ რა არის, რაღაც გინდა გააკეთო და არ გაკეთებინებენ!!!!!! ამოვიდა ყელში ამ ვითომდა გრანდიოზულ კონცერტებზე COVER-ების შესრულება! თუთიყუშებიც აღარ გვქვია უკვე რაღაც მარაზმია რაა... თავაზობ ტიპებს რაღაც საინტერესოს და ფეხებზე კიდიათ, ოღონდ ზედმეტი დრო არ დახარჯონ რამეზე... მოგვბეზრდა ამ დივლიდალალეების და წყლის ჩამოტანილი ნაფოტის მოსმენა, გავიდა მაგათი დრო და გაქრით რაა ეს ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები, გადადით სადმე სხვაგან ჩვენ ჩვენი საკუთარი და არც თუ ისე ცუდი სიმღერები გვაქვს, რომლებსაც გაცილებით კარგად ვასრულებთ, ვიდრე ნებისმიერ COVER-ს... ბევრი ნიჭიერი ადამიანია და ისე ნუ იზამთ, რომ ყველა გაიქცეს ამ ქვეყნიდან... ბევრი მილიონი გაქვთ იმისთვის, რომ რაღაც კარგი საქმე გააკეთოთ და თვეში ერთხელ 2-3 წლის განმავლობაში სულ ცოტა რომ მოაკელოთ თქვენ ჯიბეებს, 5 წელში გაცილებით მეტს მოტეხავთ, ვიდრე ახლა გაგდით.... რა სირცხვილია!!!

რა თქმა უნდა, ფოლკლორი თავის ადგილზე უნდა იყოს და ჩვენ ახალგაზრდა მომღერლებიც და მსმენელებიც ჩვენს ადგილზე. განვითარება ყველგან და ყველაფერში საჭიროა, მითუმეტეს საქართველოში - კულტურაში რომ ფული არ იხარჯება და ყველას კიდია, ეგაა პრობლემა თორე ჩონგური არსად წავა...

შემოქმედება ავითარებს ადამიანს სულიერადაც და, სხვათაშორის, ფიზიკურადაც და კულტურაში თუ ის
უგემოვნო სიმღერები იგულისხმება, რომელსაც "წითელი ბასანოჩკი" და "ნინიკო, ნინიკო" ჰქვია, მაშინ არ ვიცი... მაშინ აუცილებლად შევაგინოთ კულტურას...

რომ მიყვარს სამშობლო, იმიტომ მინდა, რომ სიბნელე არ იყოს და ხალხს ჰქონდეს რამე კარგის მოსმენის და საერთოდ რამე კარგის ნახვის და გაგების სურვილი და ამ უცხოეთზე არ ვიყოთ დამოკიდებულები", - წერს მომღერალი.

ნინა სუბლატმა 2013 წლის 1 ივლისს მუსიკალურ კონკურს "საქართველოს ვარსკვლავში" გაიმარჯვა.

იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარები / 242 /
07 დეკემბერი 2013 13:00
ratoa saqarTvelos sirccxvilii???
0
და რატოა საქართველოს სირცხვილიი????აბა ნინო ჩხეიძით და სურამელაშვილით უნდა ვიამაყოოთ??????
07 დეკემბერი 2013 12:20
ნინა
0
ეს გოგო საქართველოს სირცხვილია
07 დეკემბერი 2013 08:41
chutala
0
ქართული ესტრადა თუ ჩამკვდარია,მაგაში ფანდურია დამნაშავე?????????, დიდ მნიშვნელობას ვერ ვანიჭებ ნინას აზრს,მიუხედავად იმისა მისი ყველა გამოსვლა მოსმენილი მაქ, მიზანდასახული ახალგაზრდაა, მაგრამ სტატია ტუ სტატუსის ვერ გაუგე
06 დეკემბერი 2013 22:47
ubedurii
0
ეს რომელი გენიოსი გვყავს, რომ გვიწყვეტს ქართული ტრადიციები გაქრესო??? შენი პაპსა გაიკეთე ერთ ადგილას!!! რომელი მსოფლიო ჰიტი შეგიქმნია?? Copy paste ბევრს შეუძლია!!!
06 დეკემბერი 2013 21:38
araa gasamtyunebeli
0
არავინ არ იძახის რომ ჩონგური და ფანდური უნდა გაქრეს, ეს გარდაუვალიცაა, მაგრამ უნახავი ხალხია რა, დაინახავენ ფანდურიანს და აუუუუ რა მაგრად მღერის დამიჯერეთ პირადი გამოცდილებაა, რას ერჩით რას იძახის ტყუილს??? ქართული ესტრადა და შოუ ბიზნესი არის ჩამკვდარი და ზუსტად მაგ პრობლემაზე საუბრობს, მიდით აბა ეხლა თQვენებურად თქვენ რომ იცით ხოლმე ლანძღვა და გაზვიადება:/
06 დეკემბერი 2013 17:54
lia
0
შენი თავი თუ არ გიყვარს სხვას ვერ შეიყვარებო ნათქვამია. ძლიერი მომღერალი თუ ხარ ჩონგურის(მშობლიური) სიმღერების მღერითაც უნდა დაატკბო მსმენელი
06 დეკემბერი 2013 16:01
კარგი მაშინ
0
კარგი, მაშინ ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა მოვუსმინოთ შენს ყვირილს და რატომ არა ელიეშვილის ფანდურზე დაკრულ სიმღერას? მაინცადამაინც თავი უნდა აგვიტივდეს?
06 დეკემბერი 2013 15:55
მარიამი
0
აქ ვინც ილანძღება მართლა უვიცი იქნება თორე საღი აზროვნებიას ადამიანი ამ გოგოს ამ ეტაპზე არ გამოლანძღავდა, რადგან რაც თქვა სიმართლე თქვა და კითხვა თუ არ იცით და აზრის ჩამოყალიბება ბიძიკო წაით აქედან რაა მართლა გოიმების ქვეყანაა,ფუუვვ გული მერევა თქვენზეეე
06 დეკემბერი 2013 15:27
თტ
0
ეს გოგო რეგვენია?
06 დეკემბერი 2013 14:44
ნინიკოო ძალიან ხო არ აგვარდნია?
0
ეს ნახევარი საატის გამოჩენილი ნახეთ ნახეთ როგორ ბაზრობს? შენ რო ქოვერებზე წინ წამსვლლი არ ხარ ეგ ხო იასნია და რა გალაპარაკებს თავს იპიარებ რო არ გადაავიწყდე ხალხს?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
"რაღაც რადიკალური უნდა მოხდეს, რომ ის ჩაილექოს ჩემში და მერე ყვლაფერი გადმოვცე"
მომღერალმა ნინა სუბლატმა და გიორგი შამანაურმა 2013 წელს იქორწინეს
"იმიტომ რომ ელასტიკი მეცვა და ალბათ ჩემი 14 წლის პატარა უკანალი ესექსუალურა"
''ქალი კი არა მზეი ხარ მზეი, გენაცალე მაგ გამოხედვაში"
"...ვიღაცისთვის ცუდი რამის თქმა მინდა და თავს ვიკავებ"
+PHOTO მომღერალს ახალი იმიჯი ძალიან უხდება
''რიჰანა მეგონე'', ''ქალღმერთი ხარ''
ქართველი ტაქსის მძღოლების მომსახურებით აღშფოთებული ნინა
მომღერალი ნინა სუბლატი საზოგადოებას შეცვლილი იმიჯით მოევლინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:29 / 29-06-2017  Image თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმაა
საქართველოში არამდგრადი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება
18:24 / 29-06-2017  Image ვარკეთილში 19 წლის ბიჭმა 41 წლის მამაკაცი მოკლა - შსს განცხადებას ავრცელებს
+VIDEO მან მამაკაცს გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
11:33 / 29-06-2017  Image რატომ უნდა გიხაროდეთ, თუ თქვენი შვილი ცაციაა - ცნობილი ცაციები და მათი ცხოვრების სტილი
ლიდერობა ახასიათებთ, უყვართ ცხოველები, საუკეთესოები არიან სპორტსა და ხატვაში...
19:25 / 29-06-2017  Image ლიზა ყენიას "ცხელი" ფოტოები ბათუმიდან
+PHOTO ლიზა ზღვისპირა ქალაქში შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა
16:04 / 29-06-2017  Image რატომ დააგვიანეს ავსტრიელმა ტურისტებმა სტამბოლის რეისზე და რა კავშირშია ეს რძის პროდუქტების მწარმოებელ ქართულ ბრენდთან
სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში ოჯახები მართლაც ეჯიბრებიან, თუ ვის შეუძლია უკეთესი სულგუნის დამზადება
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49