"მას სურდა ჯიპი, უნდოდა ეგრძნო, რომ არის ტიპი, რომელსაც შვენის ქართული ღიპი" - ავთანდილ ბერიძეს ლექსი მიუძღვნეს

"მას სურდა ჯიპი, უნდოდა ეგრძნო, რომ არის ტიპი, რომელსაც შვენის ქართული ღიპი" - ავთანდილ ბერიძეს ლექსი მიუძღვნეს

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს სატირულ ლექსს უძღვნის.

ის იყო vip-ი

მთელი ბათუმის;

ის იყო ჭიპი

მთელი აჭარის;

მას სურდა ჯიპი

უნდოდა ეგრძნო

რომ არის ტიპი

რომელსაც შვენის

ქართული ღიპი,

მაგრამ აუკრეს

სასწრაფოდ პირი

და დარჩა მარტო,

ვით მეფე ლირი,

ლირი უჯიპოდ მიტოვებული.

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, 2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელი უნდა მომსახურებოდა.

სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა 83.000 ლარი ღირდა. თუმცა როგორც ბერიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ტოიოტა პრადოს" შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გაუქმებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები საკითხის მოსაგვარებლად.

იხილეთ ასევე: ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ საზოგადოების რეაქციას "ჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს

ავთომობილი და ავთოფარეხი - როგორ ამკობენ "VIP" ავთო ბერიძეს სოციალურ ქსელში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს