"კალაძესაც და ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველა სატანდერო დოკუმენტაციას გადახედონ"

"კალაძესაც და ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველა სატანდერო დოკუმენტაციას გადახედონ"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ავთანდილ ბერიძის ჯიპთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და კალაძესა და ღარიბაშვილს სატენდერო დოკუმენტების გადახედვას ურჩევს.

"ძალიან სამარცხვინო განცხადება. უფრო სწორედ, ძალაუფლებისგან გაფუჭებული და გარყვნილი, თან მოუხერხებელი კაცის დიაგნოზი. აბა, მოხერხება არ უნდა, ჯიპის ყიდვა უსაფრთხოების სამსახურს დააბრალო... თან, თვითონ ბერიძე ამბობს ინტერვიუში, დაცვას იმიტომ ვიჩერებ, რომ ცოლ-შვილი ჰყავს სარჩენიო... სამართლიანობისთვის, ბატონებს - კალაძესაც და ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველა სატენდერო დოკუმენტაციას გადახედონ. პირადად ორი-სამი 83 ათასიანი ჯიპი მინახავს იქ, არჩევნების მერე ნაყიდი:(", - წერს გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს სამართლებრივად მანქანის შეძენის უფლება აქვს, ცენტრალური ხელისუფლება კი ავტონომიას ამ უფლებას არ უნდა უზღუდავდეს. ასე გამოეხმაურა დუმბაძე უმაღლესი საბჭოსა და აჭარის განათლების სამინისტროს მიერ მანქანების შეძენის შესახებ ცენტრალური ხელისუფლების კრიტიკას.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არის ავტონომიური, ეს არის მომჭირნეობით შეგროვილი თანხა. უსაფრთხოების სამსახურმა ავთანდილ ბერიძეს ურჩია, რომ მანქანა უნდა გამოცვლილიყო და გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ საქმეს, მისი მორალური ნაწილი არც ისე კარგად არის მოწესრიგებული. მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციას, სტატუსს, თანამდებობას. ეს მანქანა ავთანდილ ბერიძეს საკუთარი ოჯახისთვის არ უნდა შეეძინა. საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წევრს ჰყავს ახალი მანქანა და ეს არ არის გასაკვირი. საქართველოს მთავრობა თავის კომპეტენციებში უნდა ჩაჯდეს. ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს ცენტრალური მმართველობა დავამთავრეთ, აჭარის ავტონომიის ლიდერს აქვს უფლება რომ განკარგოს ბიუჯეტი როგორც თავად მოისურვებს უმაღლესი საბჭო. ეს არის კანონი. კომპეტენციურად და ფუნქციურად, კახა კალაძეს არ აქვს უფლება ზეწოლა განახორციელოს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტზე, ეს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტია", - განაცხადა დუმბაძემ.

რაც შეეხება მორალურ მხარეს - ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ თავად ძველი მანქანით გადაადგილდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ ავთანდილ ბერიძის განცხადებით, საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, ტენდერს ახალი ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში გააუქმებს და საბჭო ახალ ჯიპს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 83 000 ლარია, აღარ იყიდის.

რაც შეეხება ვიცე პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებებს, რომელთა თქმითაც ავთანდილ ბერიძის საკითხი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე განიხილება, ავთანდილ ბერიძემ განმარტა, რომ ის შეეცდება პოლიტსაბჭოს აუხსნას, თუ რისთვის იყო ამ ჯიპის ყიდვა საჭირო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს