"ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს?" - მედიაში მორიგი ჯიპიანი ჩინოვნიკის ფოტო ვრცელდება

"ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს?" - მედიაში მორიგი ჯიპიანი ჩინოვნიკის ფოტო ვრცელდება

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "გურია ნიუსის" გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც გურიის ახალი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე სამსახურის ავტომობილის გვერდით არის გამოსახული. გრძელიშვილი კოლეგებს ჩინოვნიკთა ავტომობილებით დაინტერესებას ურჩევს.

"ეს მანქანა გურიის გუბერნატორისაა? და ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს? საერთოდაც, საინტერესო იქნება, კოლეგა ჟურნალისტებმა ეს ჩინოვნიკური მანქანები მოიკითხონ. დღეს ასეთმა ჩაბურულ მინიანმა შავმა "ავტობუსმა" ლამის გადამიარა. დალოცვილებო, ექვსი შვილი გვყავს და სუბარუ ფორესტერში ვეტევით დედიან-მამიანად. ამხელა რა ალტერ ეგო გაქვთ, პრადოზე და კრუიზერ 200-ზე ნაკლებში რომ ვერ ეტევით? ნუ, ვთქვათ, იკადრეთ და ჩასხედით. კიდე, საგანგებო მაშუქებსაც აყენებთ და ზემოდანაც დამკივიხართ, რომ გზა დაგითმოთ? მინებს მაინც ნუ ჩაბურავთ, ბავშვებს დავანახებდი, რა ჯიშის ცხოველებთან აქვთ საქმე...

მე რომ აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყო, უბრალოდ, დავდგებოდი ოცნების ოფისთან და გადავიღებდი, რა მანქანებით მივიდოდნენ იმ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი პოლიტიკოსები, სადაც ბერიძის მანქანიადა უნდა გაირჩეს:)))", - წერს დაჩი.

შეგახსენებთ, ძვირადღირებული ავტომობილთან დაკავშირებულ სკანდალში რამდენიმე დღის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ ბერიძეს, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, 2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელი უნდა მომსახურებოდა.

სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა 83.000 ლარი ღირდა. თუმცა როგორც ბერიძემ ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ტოიოტა პრადოს" შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გაუქმებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები საკითხის მოსაგვარებლად.

იხილეთ ასევე: ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ საზოგადოების რეაქციას "ჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს

ავთომობილი და ავთოფარეხი - როგორ ამკობენ "VIP" ავთო ბერიძეს სოციალურ ქსელში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს