სალომე ქათამაძე - "სხვის შეცდომებს არა, საკუთარს ვუყუროთ"

სალომე ქათამაძე - "სხვის შეცდომებს არა, საკუთარს ვუყუროთ"

მომღერალი სალომე ქათამაძე შურიანმა და დაბოღმილმა ადამიანებმა დაღალა. მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

"სტატუსებით ხშირად არ გამოვდივარ, მაგრამ მინდა დავწერო...

ყველა ადამიანს, რომ შეგვეძლოს ერთმანეთის კარგის გაზიარება და არ გვახრჩობდეს ბოღმა და შური და არ ვჭორაობდეთ იმაზე, რაც ჩვენი საქმე არ არის, არ ვლანძღოთ ის ადამიანები, ვინც დადებით ემოციას გადმოსცემს, ფულის გამო არ დავხოცოთ ერთმანეთი, არ გვიხაროდეს სხვისი ცუდი, არ ვეძებოთ ადამიანებში მხოლოდ ცუდი...

მე ბედნიერი ვარ, რომ არ ვაკეთებ ასეთ რაღაცებს, რაც ჩამოვთვალე და უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ ადამიანები უკეთეს საქმეს შეიძენენ, ვიდრე უსაქმურობისგან ერთმანეთის ლანძღვა და შურია... გაგვიხარდება, როცა ვინმე ლექსს წაიკითხავს, ან იმღერებს, ან დაუკრავს და არ გავიფიქრებთ, რომ რახან კარგად აკეთებს, გაუხმეს თითები, რო კარგად უკრავს, იმიტომ რომ შენ ვერ უკრავ... სხვის შეცდომებს არა, საკუთარს ვუყუროთ და ამის მერე, როცა ჩვენებს გამოვასწორებთ, სხვებს მივეხმაროთ! კი არ ვიყვიროთ სახალხოდ, რომ აი, ნახე რა ქნაო, ყურში ჩავჩურჩულოთ, რომ კარგად მოიქცეს... ბევრს უჭირს და არ ეხუმრება, მაგრამ არაუშავს, მთავარია, სული გქონდეს მდიდარი და ვერცერთი სიმდიდრე ვერ მოგერევა... და სული მაშინ არის მდიდარი, როცა მასში დიდი სიკეთე დევს!!! გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!! მე მიყვარს ადამიანი... წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნებოდა ცხოვრება, რომ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ იმას, რაც უფალმა გვაჩუქა და რითიც დაგვაჯილდოვა...", - წერს სალომე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს