ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
12:01 / 25-12-2013
ნიკოლოზ რაჭველი - "ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის მის გარეშე ყოფნა... ძალიან..."
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გარდაცვლილ დედას ემოციურ სიტყვებს უძღვნის.

"როდესაც ეს ფოტო გაგიზიარეთ (15 ივლისი) დედას დაბადების დღე იყო, უჩვეულოდ ბევრმა ადამიანმა მიულოცა იმ დღეს, თითქმის 2500-მა ადამიანმა თავისი "დალაიქებით" თუ "ტექსტური
კომენტარით"... როგორც ჩანს უხილავად ყველამ იგრძნო, რომ ეს მისი ბოლო დაბადების დღე იყო აქ, ამ სამყაროში...

დღესაც მისი დაბადების დღეა, მაგრამ სხვა სამყაროში, ზეციურ სამყაროში, სადაც გადასახლდა და დამიტოვა დიდი ტკივილი, განუზომელი სევდა, წარმოუდგენელი სინანული ჩემს მიერ არაერთხელ მინიჭებული გულისტკენისთვის, დაგვიანებისთვის, შეპასუხებისთვის, უპასუხო ზარისთვის, ყურადღების ნაკლებობისთვის...

ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის მის გარეშე ყოფნა... ძალიან...", - წერს კომპოზიტორი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
27 დეკემბერი 2013 16:44
natia
0
ვერაფერი ამოავსებს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ სიცარიელეს. ძალიან მტკივნეულია ეს ცრემლებით დანესტილი სიცარიელე.მეც გამოვცადე, სამწუხაროდ. გითანაგრძნობ, ნიკა!
27 დეკემბერი 2013 08:52
nana
0
კარგი იკო ნიკას გამრავლებიტ გაეხარნა!მწუხრიტ დედებს ვეგარ ვმატებტ.
26 დეკემბერი 2013 01:21
brola
0
სამწუხაროდ მხოლოდ გარდაცვალების მერე ვხვდებითხოლმე ჩვენს შეცდომებს მშობლებთან დამოკიდებულებაში! - ალბათ მარადიულად მბრუნავი პრობლემაა, მაგრამ სინანული მაინც საკუთარი თავის შეცნობა-გაწმენდაში გვეხმარება! - გითანაგრძნობ ნიკა!
25 დეკემბერი 2013 21:52
nana shagashvili
0
ჩემო ნიკა, ძალიან გაფასებ და ძალიან მენატრები მას მერე რაც ოდესღაც მოგისმინე ლექსო სამხარაულის ოჯახში სოლოლაკში, შენს ჯაზ სექსტეტთან ერთად...მას მერე ბევრი დრო გავიდა..აღარც ცვენი საყვარელი ადამიანი ლექსო სამხარაულია, ისიც შენი დედიკოსავით გადასახლდა ზეციურ საქართველოში..მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება ..ღმერთმა ძალა ,სიკეთე და სიხარული არ მოგიშალოს ..გეფერები ბევრს...
25 დეკემბერი 2013 21:51
lali ugrelidze
0
kargi shvilis gamzrdeli deda iqac cocxalia
25 დეკემბერი 2013 20:56
ელზა
0
მოზიარე ვარ თქვენი მწუხარების. დედაჩემი დიდი ხანია ამ წუთისოფლიდან წავიდა. ტკივილი და მონატრება არ ნელდება, უფრო მძაფრდება. უბრალოდ ეჩვევი ყოველივეს. ამას უნდა შეხვდეთ მაგრად, ღირსეულად. მე არ მინდა ჩემმა შვილმა იგივე ტკივილი განიცადოს ჩემს გამო. რას იზამთ ცხოვრება ასეთია.
25 დეკემბერი 2013 20:22
მაია
0
ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცნია ღმერთადა.
25 დეკემბერი 2013 18:09
anna
0
nika deda 15 welia gardamecvala da mec ase ganvicdi. gitanagrdznob.''lamazad chvilis amgrzdeli ertia qveyanazeda'deda orives gvenatreba.
25 დეკემბერი 2013 18:00
ქეთინო
0
ნიკა, ვიზიარებ შენს მწუხარებას, ღმერთმა გაგაძლიეროს და მოგცეს ძალა, რომ უფრო მეტი ილოცო შენი უსაყვარლესი დედიკოს სულისთვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. გჯეროდეს მუდამ, ის შენში ცოცხლობს. და ახლა უკვე სამოთხიდან ხარობს შენი წარმატებებით. გკოცნი და მიყვარხარ. გაძლიერდი.
25 დეკემბერი 2013 17:59
nuca
0
ნიკა ყველა ინტერვიუში დიდი სიყვარულით და მადლიერებით საუბრობდა დედაზე. ჩემი აზრით მათ განსაკუთრებული დედაშვილობა ჰქონდათ.წარმომიდგენია როგორ უჭირს ნიკას.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ქალბატონის სულს.რაც მას შვილის სიკეთისთვის ულოცია უფალმა ისმინოს და თავისი წყალობა არ მოაკლოს ნიკას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
"სიმღერის წერამ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შემახვედრა"
"ჩემი ბავშვობის, სიყრმისა და ზრდასრულობის სიყვარულს, ნამდვილ გენიოსს, ოქროსა და ბრილიანტს ვულოცავ დაბდღეს"
ორ ცნობილ მაესტროს შორის დაპირისპირება, როგორც აღმოჩნდა, ფარულად უკვე წლებია გრძელდება
"მისი პიროვნების სრული გაუფასურება მოხდება წერილში ისეთები წერია...".
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
22:51 / 28-06-2017  Image "უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს
"ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით"
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49