ნიკოლოზ რაჭველი - "ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის მის გარეშე ყოფნა... ძალიან..."

ნიკოლოზ რაჭველი - "ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის მის გარეშე ყოფნა... ძალიან..."

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გარდაცვლილ დედას ემოციურ სიტყვებს უძღვნის.

"როდესაც ეს ფოტო გაგიზიარეთ (15 ივლისი) დედას დაბადების დღე იყო, უჩვეულოდ ბევრმა ადამიანმა მიულოცა იმ დღეს, თითქმის 2500-მა ადამიანმა თავისი "დალაიქებით" თუ "ტექსტური კომენტარით"... როგორც ჩანს უხილავად ყველამ იგრძნო, რომ ეს მისი ბოლო დაბადების დღე იყო აქ, ამ სამყაროში...

დღესაც მისი დაბადების დღეა, მაგრამ სხვა სამყაროში, ზეციურ სამყაროში, სადაც გადასახლდა და დამიტოვა დიდი ტკივილი, განუზომელი სევდა, წარმოუდგენელი სინანული ჩემს მიერ არაერთხელ მინიჭებული გულისტკენისთვის, დაგვიანებისთვის, შეპასუხებისთვის, უპასუხო ზარისთვის, ყურადღების ნაკლებობისთვის...

ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის მის გარეშე ყოფნა... ძალიან...", - წერს კომპოზიტორი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს