"რატომ არ ესწრებოდა მარგველაშვილი პატრიარქის აღსაყდრების 36-წლის იუბილეს?" - ლალი მოროშკინა

"რატომ არ ესწრებოდა მარგველაშვილი პატრიარქის აღსაყდრების 36-წლის იუბილეს?" - ლალი მოროშკინა

სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პასიურობის გამო აკრიტიკებს და კომპეტენტური პირებისგან მიზეზების განმარტებას მოითხოვს.

"ვთხოვ კომპეტენტურ პირებს მიპასუხონ, სად არის ჩემი და საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი. რატომ არ ესწრებოდა გიორგი მარგველაშვილი პატრიარქის აღსაყდრების 36-წლის იუბილეს. ხომ მშვიდობაა ქვეყანაში?

ჩემი სტატუსი ცოტა უტრირებული კი არის, სავარაუდოდ პრეზიდენტი მიღებაზე იყო, მაგრამ რატომღაც არც ინტერვიუზე აქტიურობენ ჟურნალისტები და არც თავად აქტიურობს, არადა დაგროვდა შეკითხვები...", - წერს მოროშკინა.

გიორგი მარგველაშვილის დღეს სასტუმრო "მარიოტში" განათლების სამინისტროს 2013 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას დაესწრო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 36 წლის იუბილე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს