"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მანქანების ტენდერებზე რომ შეითხლიშეთ..." - ეკა ხერხეულიძის მწვავე რეპლიკა "ჯიპების სკანდალზე"

"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მანქანების ტენდერებზე რომ შეითხლიშეთ..." - ეკა ხერხეულიძის მწვავე რეპლიკა "ჯიპების სკანდალზე"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლედერი, ეკა ხერხეულიძე "ჯიპების სკანდალს" ერთგვარ პოლიტიკურ-ისტორიულ ექსკურსს უძღვნის და Facebook-ზე წერს:

"გემახსოვრებათ ალბათ, 90-იან წლებში "ქართული ოპოზიციის ელიტის" გაღიზიანებას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 2 მერსედესი წარმოადგენდა. იმდენად განიცდიდნენ ამ ფაქტს, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას -შიმშილობას მიმართეს.

მერე, ამ 2 მერსედესზე გულშემოყრილებმა, ზვიადი რომ გააძევეს საქართველოდან, არავის გახსენებია ის მანქანები, რომლითაც სხვათაშორის, ნანული შევარდნაძე კატაობდა. მე შენ გეტყვი, ისე იხდენდა, გაღიზიანების საბაბს არ იძლეოდა.

აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტ სააკაშვილზე, რომელიც 2008 წლამდე შევარდნაძის მაქანით სარგებლობდა.

ხო და, ეხლა როგორ არ ვიკითხო, ხალხზე მჭმუნვარე რაინდები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მანქანების ტენდერებზე რომ შეითხლიშეთ, ეს რითია გამოწვეული, პელემ რომ სამუშაო აღრიცხვის ბარათი მანქანათმშენებელ ქარხანაში გახსნა, იმით ?!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს