"ჩვენ წავალთ და ეს ყოველთვის იქნება" - რას დასცინოდნენ ილია ჭავჭავაძე, დავით კლდიაშვილი და გოგი გვახარია

"ჩვენ წავალთ და ეს ყოველთვის იქნება" - რას დასცინოდნენ ილია ჭავჭავაძე, დავით კლდიაშვილი და გოგი გვახარია

კინომცოდნე და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეკა ხოფერიას თოქ-შოუს პირველი ნაწილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საახალწლო წითელ ხალიჩაზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები პოზირებენ და კომენტარებს აკეთებენ.

"ჩემი აზრით ისტორიული ვიდეოა, ქართული მეინსტრიმის პორტრეტი, რომელზეც დრო ვერ მოქმედებს: ვერც მთავრობის ცვლა, ვერც "9 წელი", ვერც საბჭოთა კავშირის დანგრევა (შემთხვევითი არაა, რომ საბჭოთა საქართველოს "ავანგარდული" არქიტექტურის ნიმუშში ხდება მოქმედება)... ესაა სწორედ ის "ქართული კულტურა", რომელსაც ილია ჭავჭავაძეც დასცინოდა, დავით კლდიაშვილიც, ჩვენც ვიფხანთ აქ გულს, ჩვენებურად, "ფეისბუკზე"... მაგრამ ჩვენ წავალთ და ეს ყოველთვის იქნება, რადგან სწორედ ეს ყველაფერი შეითვისა და მოირგო ქართულმა კულტურამ. ყველაფერს დანარჩენს კი ახლოს არ იკარებს, ანდა აიძულებს სწორედ ასეთი გახდეს:(", - წერს გვახარია.

1-ლ იანვარს ეკა ხოფერიამ რიტუალების სასახლეში საახალწლო მიღება გამართა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ცნობილი ადამიანები გამოავლინა.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს