დაჩი გრძელიშვილი - თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო

დაჩი გრძელიშვილი - თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე მომლოცველთა სიმრავლეს ეხმაურება.

"რა სევდის მომგვრელი სანახაობაა... იცით, ახლა რომ ვფიქრობ, ზოგჯერ არის ხოლმე მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, საერთო ეროვნული ანამნეზის შესადგენად რომ გამოდგება. და ამ ანამნეზს ნიშნის მოგება და ქილიკი კი არა, დროული ჩარევა სჭირდება. მხოლოდ პატრიარქის მოწოდება, სიღრმისეულ ფიქრსა და განათლებაზე საკმარისი ვერ იქნება, თუ ის სამრევლოებმაც ჯეროვნად არ გაითვალისწინეს. თორემ სანამ სამღვდელოების ერთი ნაწილი ამბიონიდან ევროპეიზმის საზარელ დამღუპველობაზე ქადაგებს, "ფეისბუკში" სულ უფრო პოპულარული ხდება რომის პაპის ადექვატური გამონათქვამები რწმენაზე. თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო. თუ ასე გაგრძელდა, ერთ დღესაც რომელიმე ხუმარა საიტი იმასაც იტყვის, შემოგვასაღებს გამოცხადებად, სანტა კლაუსი სამ სურვილს ასრულებსო და რიგები მერე ფუნიკულიორის პარკთან დადგება...", - წერს ჟურნალისტი.

მცხეთაში გზებზე მოძრაობას მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიცია არეგულირებდა. ეს იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მცხეთაში წუხელ მრევლის ნაკადი არ წყდებოდა, რომელიც მამა გაბრიელის საფლავზე, სამთავროს დედათა მონასტერთან მისვლას ცდილობს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მამა გაბრიელის სულიერ შვილს, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.

აღნიშნულ თემაზე "ინტერპრესნიუსი" მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დედა პარასკევას გამოცხადების თაობაზე დაზუსტებით არაფერი იცის. "მე ეს ისევე გავიგე, როგორც თქვენ", - აღნიშნა მან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს