უმრავლესობის წევრების კრიტიკული გამოხმაურება საშობაო ეპისტოლეს

უმრავლესობის წევრების კრიტიკული გამოხმაურება საშობაო ეპისტოლეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველმა თამარ ჩუგოშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გუშინ საშობაო მილოცვა გაავრცელა, რომელიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ერთგვარი გამოხმაურებაა.

"გილოცავთ შობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!

განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ქალებს, რომლებიც, თურმე ვიღაცას უნდა ვემორჩილოთ; გოგონებს, რომლებიც, თურმე ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებული და ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ...

და მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჩასახვით დაბადებული, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი, ჰეტეროსექსუალი მამაკაცის გარდა ყველა არასრულფასოვნები გამოვდივართ, მაინც მათაც მრავალ ბედნიერ შობას ვუსურვებ...", - წერს ჩუგოშვილი.

აღსანიშნავია, რომ თამარ ჩუგოშვილი დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად, უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც პატრიარქის ეპისტოლეს კრიტიკულად გამოეხმაურა.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ "ეს ყველაფერი პატრიარქის სურვილით გაჟღერდა".

"უფალო შემინდე! გული მატკინა გუშინდელმა ეპისტოლემ. მნიშვნელოვნად გული მატკინა. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი პატრიარქის სურვილით გაჟღერდა. ჩვენს ირგვლივ იზრდებიან სუროგატულად ჩასახული არაჩვეულებრივი ბავშვები. იმათ რამე ბრალი მიუძღვით? მედიცინის და პროგრესის წინააღმდეგ თუ მივდივართ მაშინ ჯერ ყველა მეცნიერული პროგრესის წყალობით მოტანილ მატერიალურ სიკეთეებზე გვეთქვა უარი? უფალო შემიწყალე ჩემი ეჭვებისთვის და გაუნათე გზა ჩემს საქართველოს! ქრისტეშობას გილოცავთ ყველას!" - დაწერა კვაჭანტირაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

პატრიარქმა წლევანდელ ეპისტოლეში ისაუბრა ოჯახზე. ამასთან, დაგმო სექსუალური უმცირესობები, აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. მისივე თქმით, "ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს