ნოე სულაბერიძე - "პატრიარქზე ასეთი შეტევა არ მოსულა"

ნოე სულაბერიძე - "პატრიარქზე ასეთი შეტევა არ მოსულა"

პროდუსერი ნოე სულაბერიძე პატრიარქს ექომაგება. პროდუსერი საშობაო ეპისტოლეს გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, უწმინდესის მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აპროტესტებს.

"მიუხედავად იმისა, რომ საშობაო ეპისტოლე არც მე მომწონებია, მაინც ვთვლი, რომ პატრიარქზე ასეთი შეტევა არ მოსულა. როგორც ყველა პრეზიდენტს ყოველთვის გააჩნდა speech-ის დამწერი, ესე დარწმუნებული ვარ საპატრიარქოშიც იქნებიან საერო თუ სასულიერო პირები, რომლებსაც უსმენენ...ზუსტად ისე როგორც ეს იყო "ტაბურეტკების" დროს", - წერს სულაბერიძე პირად "ფეისბუქ-გვერდზე".

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი კი, გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს