ინგა გრიგოლია - მიუღებლად მიმაჩნია სხვების პირადი ცხოვრების განხილვა საჯარო სივრცეში

ინგა გრიგოლია - მიუღებლად მიმაჩნია სხვების პირადი ცხოვრების განხილვა საჯარო სივრცეში

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საჯარო სივრცეში ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებაზე

ჭორაობით შეშფოთებულია. ამ თემას ჟურნალისტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი მიუძღვნა.

"მაკვირვებს და მიუღებლად მიმაჩნია სხვების პირადი ცხოვრების განხილვა საჯარო სივრცეში.... ვის ვისთან აქვს რომანი, ვინ ვის დაშორდა, ვინ არის ორსულად და ასე შემდეგ... როგორც წესი, ძირითადად ეს ყველაფერი ჭორია ხოლმე და მიზანმიმართულად აგორებული და ძალიან მიკვირს ხმამაღლა და ხელაღებით ამ თემებზე წერა.... ვფიქრობ - ეს ყველაფერი იმათ ნაკლებად აკნინებს, ვის ცხოვრებასაც ასე უაპელაციოდ აკრიტიკებენ და ვისაც ასე სახალხოდ ჭორავენ.... არ მომწონს.... არასოდეს იქნება ჩემთვის მისაღები ეს საყოველთაო -ინტერნეტ-ჭორაობა!!!!!!!!!!

ყველაზე უცნაური ისაა, რა მონდომებით არის ჩართული ამ ამბავში ზოგიერთი მამაკაცი.... რა ვიცი... ეტყობა, მე ვეღარ ვეწევი მსგავს "თანამედროვეებს"...

ფსიქოლოგიურ წიაღსვლებს არ დავიწყებ, რადგან დიდად არ მესმის, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამ შემთხვევაში ცალკეული ადამიანების პირად პრობლემასთან გვაქვს საქმე....", - წერს ინგა გრიგოლია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს