თამარა ჩერგოლეიშვილს უთვალთვალებენ?

თამარა ჩერგოლეიშვილს უთვალთვალებენ?

ტელეწამყვანი თამარა ჩერგოლეიშვილი ვარაუდობს, რომ უთვალთვალებენ. ამის შესახებ ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"სასაცილო ამბავი, რომლისთვისაც შაბათ კვირას ვერ მოვიცალე - ჯერ მანქანას დააკვირდით ფოტოზე. ნომერი AAI 379.

შაბათს 12 საათზე ბავშვი მივიყვანე ინგლისურზე და ჩემს მშობლებს ვეწვიე დიდუბეში, გაკვეთილის დამთავრებამდე.

13 საათზე მივაკითხე და მუსიკაზე წავიყვანე.

ამასობაში გამახსენდა, რომ დიდუბეში ტელეფონი დამრჩა და უკან დავბრუნდი - ჩემს მშობლებთან.

მამაჩემი უკვე თავის საყვარელ ადგილას - გარაჟში იყო. მე დედაჩემმა ყავა გამიკეთა და ცოტა ხნით შევყოვნდი.

მამაჩემმა ამომაკითხა სახლში და მკითხა, ხომ არ შეგიმჩნევია მანქანა დაგყვებოდესო. მეზობელი მოვიდა და მითხრა ორივე მოსვლაზე ერთი და იგივე მანქანა მოყვა და კუთხეში გაჩერდაო.

მე ცხადია გამეცინა - გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი მარშრუტი თუ აინტერესებთ, ტელეფონის გადაადგილებით ნახავენ მეთქი.

მოკლედ წამოვედი დიდუბიდან - მამაჩემმა მითხრა გამოგყვა ის მანქანა, რომელზეც მიმითითესო.

მეც დავინახე - AAI 379.

სახლში მოვედი ცოტა ხნით და 4- სთვის წავედი რუსთავი ორში, ნიკა გვარამიასთან შესახვედრად.

ახალი გზით წავედი, საბურთალოს სასაფლაოსთან ავუხვიე, მაღლივი გავიარე და ვხედავ იგივე მანქანა მომყვება.

ნუცუბიძეზე რომ ავედი გავაჩერე. მანქანაც გაჩერდა - ჯერ სამი მანქანით უკან. მერე დაიძრა და პერპენდიკულარულ ქუჩაზე დააყენა.

გადმოვედი მანქანიდან და ფოტო გადავუღე.

არაფერს ვამტკიცებ ცხადია - მაგრამ მაინც მოგიყევით. თუ დამთხვევაა - ერთობ უცნაური", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ტელეწამყვანის პოსტს მეგობრები ეხმაურებიან:

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე: "1978 წლის აპრილის შემდეგ (ქართული ენის ამბები, ვისაც არ ახსოვს) მამაჩემს წლების განმავლობაში უკან დაყვებოდა მანქანა, მერე 80-იანების მეორე ნახევარშიც. ძალიან აშკარად, კონსპირაციაზე არც იყო საუბარი - ეს უფრო გამაფრთხილებელი, მაშინ შემაშინებელი ქმედება იყო, ვიცით სად და როდის დადიხარ, ვის ხვდებიო".

თამარ ჩერგოლეიშვილი: მეც ეგ ვიფიქრე, ერთადერთი ახსნა ეგ არის.

"აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბერულავა: არანაირი დამთხვევა არაა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს