ნიკოლოზ რაჭველი - პირველად ვარ მარტო, მის გარეშე, ძალიან მენატრება...

ნიკოლოზ რაჭველი - პირველად ვარ მარტო, მის გარეშე, ძალიან მენატრება...

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გარდაცვლილ დედას იხსენებს.

"უკვე 40 დღე გავიდა რაც დედა წავიდა… მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ახლა, გარდა იმისა, რომ ძალიან მენატრება… ალბათ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, მაგრამ ჩვენ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვიყავით ორნი, მე და დედა, დედა და მე… ახლა კი პირველად ვარ მარტო, მის გარეშე… დედა კი არის სხვაგან, სხვა სამყაროში… და თუ კი ის გამუდმებით მელოდებოდა (ხან სასწავლებლად მყოფს, ხან გასტროლზე მყოფს და ხან საქმისაგან მისთვის მოუცლელს), ახლა ჩემი ჯერი დადგა… მეც სხვა რა გზა მაქვს, ჩემთვის უჩუმრად, გულის სიღრმეში დასადგურებული სამუდამო სევდით გაჟღენთილი დაველოდები მასთან შეხვედრას… როგორი რთული მდგომარეობაა მოლოდინი, თუნდაც კარგის და გარდაუვალის! ღმერთმა დღეგრძელი გიმყოფოთ დედები და ყველა ძვირფასი ადამიანი, თქენ კი მოგცეთ მათთვის დაუსრულებლად სიხარულის მინიჭების მადლი და შესაძლებლობა, ხოლო უკვე განშორებულ მშობლებსა და ახლობლებს ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!", - წერს კომპოზიტორი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს