ლალი მოროშკინას საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს

ლალი მოროშკინას საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს

სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

"საგანგებო მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს!

ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობრებო, ერთი წლის წინ მე გამოვედი ინიციატივით, რომ ხელი მოგვეწერა მემორანდუმისთვის, ერთის მხრივ სასჯელაღსრულების სამინისტროს, ხოლო მეორეს მხრივ განათლების სამინისტროს.

ყოველ კვირა თითო სკოლის უფროსკლასელები უნდა შეგვეყვანა ციხის დახურული სისტემის სანახავად, რადგან ეს იქნებოდა საუკეთესო პრევენცია, იმისათვის, რომ როდესაც არასრულწლოვანი დანისკენ და იარაღისკენ წაიღებდა ხელს, ან რაიმე სხვა სახის კანონდარღვევაზე იფიქრებდა, გაახსენდებდა ციხის ცივი კედლები და ის საშინელება რასაც გისოსებს მიღმა ცხოვრება ქვია. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა მითხრა - ეს არაჰუმანურიაო!

გავიდა ერთი წელი და ასეთი პატარა ქვეყნისთვის ამდენი სისხლის სამართლის დანაშაული არასრულწლოვნებში შეშფოთებას იწვევს!

ვიმეორებ ინიციატივას, და ამჯერად პრეზიდენტ მარგველაშვილს მივმართავ თხოვნით პირადი პატრონაჟის ქვეშ აიყვანოს ეს პროცესი, სხვა შემთხვევაში მსხვერპლი იმატებს ბავშვები დაუნდობლად ჩეხავენ ერთმანეთს, ციხეში კი სუიციდის ყველაზე ბევრი მცდელობა სწორედ არასრულწლოვნებში ფიქსირდება!!!", - წერს მოროშკინა და 16 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სტატიას იზიარებს.

თბილისში 16 წლის გოგონას ცხედარი გუშინ, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: რა ვითარებაში გაიყინა 16 წლის გოგონა თბილისში - გარდაცვლილის ახლობლების ვერსიები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს