"გუშინ ირაკლის სიხარულისგან არ ეძინა" - ნათია ფანჯიკიძე

"გუშინ ირაკლის სიხარულისგან არ ეძინა" - ნათია ფანჯიკიძე

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალსანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში წარმოებული სამხედრო ჟილეტების შესახებ წერს.

"სხვა მნიშვნელოვანი და კარგი ამბებიც ხდება, მაგრამ ირაკლი ისე ბედნიერია ამ ჟილეტების საქართველოში წარმოების გამო, რომ დღეში სამჯერ, ჭამის მერე რეაქციას ითხოვს ჩემგან ყიჟინის სახით, ხოდა რომ არ გავაზიარო, არ იფიქროს, რომ მისი სიხარული მნიშვნელოვანი არ მგონია. მოკლედ, ეს ჟილეტები ქართველი მეცნიერის (ხაზს ვუსვამ და ვიმეორებ, - ქართველი მეცნიერის) დამუშავებული ტექნოლოგიით დამზადდა, მსუბუქი, ჰაეროვანი, ლამაზი და თქვენ ხართ ჩემი ბატონი, წვიმა არ ჩადის, ქარი არ უბერავს, ტყვია არ ხვრეტს და ნაღმი ვერაფერს აკლებს. ჩვენთვის ხომ ჩამოვირიგებთო და სხვასაც მივყიდით, ისე მაგარიაო, მაშ!

გუშინ იყო გამოცდა ექსპერტების წინაშე და უმაღლესი შეფასება მიიღო და არ ეძინა სიხარულისგან, ყოველ ორ საათში ვუდასტურებდი, რომ ბედნიერი ვარ :)))))))", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს