ნუკა კვალიაშვილი ვაჟის დედა გახდა

ნუკა კვალიაშვილი ვაჟის დედა გახდა

მომღერალმა ნუკა კვალიაშვილმა დღეს დავით გაგუას კლინიკაში ვაჟი გააჩინა. როგორც "ამბები.გე"-ს ახალშობილის ბებიამ, ცნობილმა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა განუცხადა, ახალშობილი ლუკა კობახიძე დედასთან ერთად თავს კარგად გრძნობს.

- ძალიან ბედნიერი ვარ. შვილიშვილი შემეძინა. ლუკა კობახიძე 3500 გრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. ნუკაც და მისი ახალდაბადებული შვილიც თავს კარგად გრძნობენ. მეც უბედნიერესი ვარ. არასრუწლოვანი ბებიის გარეგნობა მაქვს, მაგრამ უკვე გადარეული ვარ შვილიშვილზე.

- "ფეისბუქზე" უკვე გილოცავენ ბებიობას, ხოლო ნუკას - დედობას. ახალშობილის ფოტოებს როდის გამოაქვეყნებთ სოციალურ ქსელში?

- ამაზე ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ 40 დღის შემდეგ იხილავს ფართო საზოგადოება ლუკას ფოტოებს. რომ მოვნათლავთ, სწორედ ნათლობის ფოტოებით გაიცნობენ ლუკას. არცაა მიზანშეწონილი ახალდაბადებული ბავშვის ფოტოების გამომზეურება. არ მწამს ასეთი რამეების, მაგრამ უკვე გიჟი ბებო ვარ და არ გამითვალონ შვილიშვილი მოშურნეებმა. ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას.

- მშობიარობამ როგორ ჩაიარა?

- ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა. მადლობა დათო გაგუას. მშობიარობა მან მიიღო.

გიორგი ბერიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს