გიორგი ხაბურძანია - "მერიაში არცერთ კვ მეტრს არ ტოვებენ, საიდანაც ფული არ შედის"

გიორგი ხაბურძანია - "მერიაში არცერთ კვ მეტრს არ ტოვებენ, საიდანაც ფული არ შედის"

"რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორი გიორგი ხაბურძანია კომპანია City Park-ს დედაქალაქის ტროტუარების მისაკუთრებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ხაბურძანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მერიის მიერ დათმობილი ტერიტორიები. თბილისის ტროტუარები უკვე დიდი ხანია City Park-ის საკუთრებაა.

ფეხით სიარული შეუძლებელი გახდა. სადაც პარკინგი არ არის, იქ კორპუსებია ჩადგმული. არცერთ კვ. მეტრს არ ტოვებენ, საიდანაც ფული არ შედის.

ქალაქის დაგეგმარება თბილისში ან ძალიან არაკომპეტენტური ან ძალიან არაკეთილსინდისიერი პირების ხელშია. ან ორივე ერთად :)))", - წერს ხაბურძანია და თვალსაჩინოებისთვის ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილების ფოტოს აქვეყნებს.

ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის გმირი მწერლის ოჯახს ესტუმრა - "ჩემთან ნათელა მოვიდა და მეც თაფლი მომიტანა..."

ასეთი ლამაზი ბათუმი ჯერ არასდროს გინახავთ - იმოგზაურეთ ჯადოსნურ ზღვის ქალაქში

"რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახდა პროფესორი გამუაო..." - დედისგან მიღებული წერილი და გიორგი კეკელიძის "მწარე ვალენტინობა"