ქართული სამეფო სახლის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მცირეწლოვანი გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონის ფოტო გამოქვეყნდა, რომელსაც თან დართული აქვს შემდეგი ტექსტი:
"საქართველოს მომავალი მეფე!
მისი სამეფო უმაღლესობა , საქართველოს უფლისწული გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონი მუხრანბატონი".
ამასთან, ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წმინდა მამა გაბრიელის შემდეგ სიტყვებს ციტირებს: "მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაუბრუნდება,საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი აღადგინეთ! კარგ პრეზიდენტს ცუდი მეფე გერჩივნოთ, რადგან მთავარია ღვთის მადლი გადმოვიდეს ერზე".