ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა? - ეკა ანდრონიკაშვილის საყვედური ექს-პრემიერს

ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა? - ეკა ანდრონიკაშვილის საყვედური ექს-პრემიერს

ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა. ამის შესახებ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი  Facebook-ზე წერს:

"ივანიშვილმა მსახიობებს (არაღვაწლმოსილებს, ანუ ჩვეულებრივ, მოქმედ, სცენაზე მდგომ მსახიობებს) დახმარება მოუხსნა, თანაც გაუფრთხილებლად:

კონკრეტულად დღეს, უბრალოდ, ბარათზე აღარ დახვდათ თანხა. დიდი მადლობა მას წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის – მადლობის მეტი რა გვეთქმის, და თან ეს მართლა დახმარება იყო ხელოვანი ხალხისთვის, რომლებსაც სხვა პროფესია არ გააჩნია და არც იციან სხვა რამის კეთება – მიზერული ხელფასების ფონზე....

ძალიან რთული პერიოდები გადაგვატანინა ამ დახმარებამ... მაგრამ, დღეს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსახიობებს უფრო ულხინთ, ან რამე შეიცვალა მათ ფინანსებში, ან ზოგადად ქვეყანა ეკონომიურად უკეთეს პოზიციაშია, ძალიან დიდი შეცდომაა.

ასეთი კრიზისი, რაც შარშან და წელსაა, დიდი ხანია არ ყოფილა. დახმარებაზე პრეტენზია, რა თქმა უნდა ვერავის ექნება, მაგრამ რატომ ახლა? ბევრი მოსაზრება შეიძლება გაჩნდეს....

სამწუხაროა, რომ შემზადებაც კი არ ყოფილა, ადამიანები კრედიტებს იხდიდნენ ამ თანხით...

რაც მთავარია, გაიჭყლიტნენ ის მსახიობები, ვინც ცოტა დახმარებას იღებდა და ხელფასებიც სათანადოდ, დაბალი აქვთ...

მითუმეტეს, გასაკვირია, ეს ყველაფერი რომ ყოფილი პრემიერის სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ხდება, როდესაც თითქოს ხელ-ფეხი გაეხსნა მეცენატობისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის...", - წერს ანდრონიკაშვილი.

ასევე იხილეთ: რა ფორმით განაგრძობს ბიძინა ივანიშვილი ხელოვანებისა და სპორტსმენების დაფინანასებას?

"ხუთი მკვლელი! ხუთი  ცოცხლად მოსიარულე გვამი!“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ

თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"

ზურა ყიფშიძე დღეს 67 წლის გახდა - ოჯახის წევრების ემოციური მილოცვა იუბილარ მსახიობს