ეკა კვალიაშვილი - "დიდსულოვნად მომიტევებია, მარინე ბერიძე"

ეკა კვალიაშვილი - "დიდსულოვნად მომიტევებია, მარინე ბერიძე"

მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიტევების დღესთან (26 თებერვალი) დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პატიობს ყველას, ვინც მის მიმართ რაიმე ბოროტება ჩაიდინა. მომღერალი თავის პოსტში მარინა ბერიძესაც ახსენებს.

"მიტევების დღის მადლით, მიმიტევებია, ვინც ჩემს მიმართ ბოროტება ჩაიდინა, მიქარა, არასწორად მოიქცა, გამყიდა, დაიბოღმა, სიტყვით დამაზიანა და საქმე გამიფუჭა, ცუდად იჭორავა, გაუხარდა ჩემი ცუდად ყოფნა, ჩემს გაჭირვებაზე იზეიმა, ჩემი დრო დამაკარგინა, ცუდად იმეტყველა, დამაბრალა.... დიდსულოვნად მომიტევებია! - მარინე ბერიძე, და სხვები....

ეხ, მე კი მოგიტევეთ, დანარჩენს, ღმერთი გადაწყვეტს!", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი მარინა ბერიძეს საახალწლო კონცერტში მომღერლების დაბლოკვის გამო დაუპირისპირდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. მარინა ბერიძე დღემდე კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორია. მასთან დაპირისპირებულ მომღერალთა სიაში იყო ეკა კვალიაშვილიც.

იხილეთ ასევე: შეეწირება თუ არა მარინა ბერიძე მომღერლების აგრესიას და მისი კომენტარი შოუბიზნესურ აჟიოტაჟზე

ქართულ შოუბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება - ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში

''თუ დაიმსახურებს მარინა ბერიძე, მართლა გავლახავ''

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს