რისი მიღწევა სურდა პუტინს რეფერენდუმით - კოკო გამსახურდია ყირიმის ისტორიას იხსენებს

რისი მიღწევა სურდა პუტინს რეფერენდუმით - კოკო გამსახურდია ყირიმის ისტორიას იხსენებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყირიმის ისტორიას იხსენებს და წერს, რისი მიღწევა სურდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნახევარკუნძულზე რეფერენდუმის ჩატარებით.

"ვინ არის ავტოქტონური მოსახლეობა ყირიმში, ნახევარკუნძულის პოლიტიკურ სტატუსზე საუბარი დროებით გვერდზე რომ გადავდოთ? როგორც ირკვევა, ეს არც რუსებია, არც უკრაინელები და არც ე.წ. თათრები.

"ყირიმი" ნიშნავს თურქულ ენაზე "სტეპს" და "ბორცვსაც". აქ სხვადასხვა დროს უცხოვრიათ სკვითებს, ჰუნებს, ხაზარებს, ყივჩაღებს, რუმინელებს, გოთებს, ოსმალებს, რუსებს და უკრაინელებს. უძველესი სახელი უცნობია. (ბერძნული სახელია "ტაურისი")

ჰიტლერს ყირიმისთვის დაურქმევია გოთენლანდი, იმ გოთების გამო, რომლებიც მანდ ცხოვრობდნენ მე-15 საუკუნემდე. ისინი ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდგომ წაასხეს ოსმალეთის იმპერიაში. ხოლო სევასტოპოლს იმავე ჰიტლერმა შეუცვალა სახელი და დაარქვა თეოდორიხსჰაფენი, ("თეოდორიხის ნავსადგური") გოთების მეფე არიანელი თეოდორიხის საპატივცემულოდ, რომელიც იჯდა იტალიაში მე-5 საუკუნეში. მისი სამეფოს დედაქალაქი კი რავენა იყო.

მე-8 საუკუნეში მცხეთაში აკურთხეს იოანე, ყირიმელი გოთების ეპისკოპოსი. (ეკლესიის ისტორიაში ცნობილი, როგორც წმ. იოანე გუთიელი) ადგილს, სადაც ამ პროტოგერმანული ხალხის ძირითადი სალოცავი იდგა, მანგუპი ერქვა.

მსოფლიო პოლიტიკისთვის ასეთი ადგილი მყარად ავტოქტონი მოსახლეობის გარეშე კიდევ უფრო რთულია დარეგულირების თვალსაზრისით. ასე რომ რეფერენდუმით ვ. პუტინმა კიდევ ერთი ნევრალგიური წერტილი გააფორმა, კიდევ ერთი უბედურების, თავის ტკივილის და ქრონიკულად მხრჩოლავი კონფლიქტის ზონა", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, 16 მარტს ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა. შედეგების მიხედვით, ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას, რეფერენდუმის მონაწილეთა 95%-მა დაუჭირა მხარი.

ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს უკანონოდ სცნობს დასავლური სამყარო. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ყველა ერს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რეფერენდუმს უკანონოდ განიხილავს, უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა. ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ მისცა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს