დეფის, რომელიც 2 თვის ბავშვს ასეირნებდა, ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენეს

დეფის, რომელიც 2 თვის ბავშვს ასეირნებდა, ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენეს

დავით დეფი გოგიბედაშვილს გამვლელებმა ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, "სამი ცინიკოსი სტუდენტი" მას ქუჩაში მაშინ შეხვდა, როცა დეფი თავის ორი თვის ბავშვს ეტლით ასეირნებდა.

სახლში დაბრუნებულმა და შეურაცხყოფილმა დეფიმ თავის "ფეისბუქ-გვერდზე" აღშფოთებული და ამავე დროს, მიმტევებლური სტატუსი დაწერა:

"როგორ უნდა მოიქცეს კაცი, რომელიც თავის ორი თვის შვილს ქუჩაში ეტლით ასეირნებს და მას ვიღაც სამნი ცინიზმითა და გესლით დიდ შეურაცხყოფას მიაყენებენ? მე დღეს სწორედ ეს შემემთხვა. ერთ-ერთი მათგანი, ჩემი მომღიმარი შეურაცხმყოფელი ალექსანდრე ცაგარელი გახლდათ, ჰო, აი, ის სტუდენტი... პასუხი გავეცი და ბავშვთან ერთად გზა გავაგრძელე. უცნაური კი ისაა, იმ სამიდან ერთ-ერთი რომ გოგონა იყო.

შვილს დავყურებდი, თან ვფიქრობდი, ის ხომ მომავალი დედაა, მასაც შვილი ეყოლება და რას იზამს? როგორ გაზრდის? რას ასწავლის? ადამიანის სიძულვილს? ზიზღს? სიყვარულს? თუ მოუყვება, დეფი თავის შვილს როცა ასეირნებდა, ჩვენ მას დავცინოდით და ვგესლავდითო? სამივეს ვპატიობ, მათ არ იციან, რას სჩადიან", - წერს დეფი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს