შემზარავი ფაქტი: ზესტაფონელმა ბიჭმა ძაღლს ნაჯახით თავი მოაჭრა და ფოტო ინტერნეტით გაავრცელა

შემზარავი ფაქტი: ზესტაფონელმა ბიჭმა ძაღლს ნაჯახით თავი მოაჭრა და ფოტო ინტერნეტით გაავრცელა

ინტერნეტსივრცე ბოლო 24 საათში შემზარავმა ფოტომ მოიცვა, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭს მოკლული ძაღლის მოჭრილი თავი უჭირავს ხელში.

შემთხვევა ზესტაფონის რ-ნის სოფ. არგვეთაში მოხდა. ცნობილია, რომ თამაზ ხუსკივაძემ ორ ლულიანი თოფით ორი წლის კავკასიური ნაგაზი-ხვადი, ბიბი მოკლა, შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა და სიამაყის გრძნობით სურათიც გადაიღო. ძაღლის მფლობელი ლეილა კიკნაველიძე, შოკირებულია და დამნაშავის დასასჯელად შუამდგომლობას ითხოვს.

ფოტომ მოქალაქეებთან ერთად, ბუნებრივია, ცხოველთა დამცველთა ყურადღებაც მიიქცია. Ambebi.ge კომენტარისთვის ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტს დაუკავშირდა:

- სამწუხაროდ, არგვეთაში მომხდარი ფაქტის მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია, თუმცა ხშირად ამის დაამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა არ არსებობს. ეს იყო ის შემთხვევა, როცა დამადასტურებელი მასალა არსებობს და კონკრეტული შემზარავი ფაქტის დამტკიცება შესაძლებელია; ამიტომ ჩვენ, ცხოველთა დამცველებს ვუცხადებთ მხარდაჭერას. დავაანონსეთ აქცია, რომ შევიტანთ საჩივარს კონკრეტულად არგვეთელი მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც სადისტური მეთოდებით მოკლა 2 წლამდე ასაკის ძაღლი. თუმცა პროკურატურაში არა მარტო ამის გამო შევა საჩივარი, არამედ ჩვენ მოვითხოვთ ზოგადად გამკაცრდეს კანონი საქართველოში. რადგან 259 მუხლი, რომელიც უნდა არეგულირებდეს ცხოველების პრობლემებს რეალურად არის მკვდარი მუხლი. მას ძალიან ბევრი რა აკლია, რაც მოგვცემდა საშალებას მეტი რეაგირება მოეხდინა ცხოველთა უფლებების შემლახველების წინააღმდეგ.

ცხოველთა კომიტეტში ევროკავშირში მიღებული კანონების ასლები დევს, საიდანაც ბევრი რამის ამოღება და ჩვენი ქვეყნისთვის მორგება შეგვიძლია. მთავარია სახელმწიფომ გამოაცხადოს მხარდაჭერა, არასამთავრობოები მარტო ვერაფერს მიაღწევენ. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია მივიდეთ და მოვთხოვოთ. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოსთან გვიწევს მისვლა - გააკონტროლოს მოქალაქეები, ვიდრე მოქალაქეებმა საკუთარი ტვინი. სამწუხაროდ მოქალაქეთა ნაწილში ვერ ხერხდება რაღაცეების გადახარშვა, თუნდაც ის, რომ მასზე უმწეო არსების დაჩაგვრა არ შეიძლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანი არ არის".

"სოლიდარობა ყველა დაუცველ ცხოველს! ეს უკვე სისასტიკის ყოველგვარ ზღვარს ცდება!" - ამ სახელწოდებით იმართება ზემოაღნიშნული ფაქტის დასაგმობად აქცია პროკურატურის წინ. ცხოველთა უფლებების დამცველი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რიგით მოქალაქეებთან ერთად პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. მათი მოთხოვნაა ზესტაფონში მომხდარ ფაქტზე, 259-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და დამნაშავე დაისაჯოს.

ბელა თაბუაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია