სამაშველო ოპერაცია მტკვარში დახრჩობისთვის განწირული ძაღლის გადასარჩენად (+6 ფოტო)

სამაშველო ოპერაცია მტკვარში დახრჩობისთვის განწირული ძაღლის გადასარჩენად (+6 ფოტო)

მაშველებმა ძაღლი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინეს. შემთხვევა დღეს, 15 აპრილს, დღის 2 საათზე მოხდა. ინფორმაცია Facebook-ზე გვერდმა, ideahub-მა გაავრცელა. იქვე გამოქვეყნდა სამაშველო ოპერაციის ამსახველი 6 ფოტოსურათი თანდართული ტექსტით:

"სულ რაღაც 1 საათის წინ მოხდა. მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი 112-ის სამსახურმა ამოიყვანა. ყოჩაღ და ნამდვილად კარგია ცხოველებზე ასეთი ზრუნვა", - წერს გვერდი.

ემოციური ფოტოები სოციალურ ქსელებში არაერთმა ადამიანმა გაიზიარა.

გთავაზობთ ფოტოებს სამაშველო ოპერაციიდან.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო