რითი დაიწყო ყველაფერი - ცნობილი ბრენდების ისტორიები

რითი დაიწყო ყველაფერი - ცნობილი ბრენდების ისტორიები

იცოდით, რომ ავტომობილების მწარმოებელმა Toyota-მ ბიზნესი საკერავი მანქანების გამოშვებით დაიწყო?

დღეს თითქმის ყველამ იცის, რა პროდუქტს აწარმოებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიაა მაგალითად Lipton, Toyota, Samsung და ა.შ. მაგრამ საინტერესოა, რითი დაიწყეს აღნიშნულმა კომპანიებმა ბიზნესი?

გთავაზობთ ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი სტარტების ისტორიას:

- კომპანია Lipton-ს თავდაპირველად სასურსათო მაღაზია ჰქონდა.

- Toyota-მ ბიზნესი საკერავი მანქანების გამოშვებით დაიწყო. საინტერესოა, რომ კომპანია პროდუქტს დღემდე აწარმოებს.

- Sony-ს პირველი პროდუქცია ელექტრო ბრინჯსახარში იყო.

- Samsung -მაც თავისი ბიზნესი პატარა სასურსათო მაღაზიის გახსნით დაიწყო.

- Hugo Boss თავდაპირველად ნაცისტებისთვის სამხედრო ფორმებს კერავდა.

- Nokia ქაღალდის გარდა, რეზინის ფეხსაცმელს ე.წ. ”გალოშებს” უშვებდა.

- ავტოგიგანტ BMW-ს თავდაპირველი სპეციალიზაცია თვითმფრინავები და მათი ძრავები იყო.

- Philips & Co. დასაწყისში ნათურებსა და რადიომიმღებებს აწარმოებდა. კომპანია ამ პროდუქციას დღემდე უშვებს.

- კორეულმა LG-მ ბიზნესი კბილის სახეხი ფხვნილის წარმოებით დაიწყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო