მაია ფანჯიკიძის მოკრძალებული "სადილი" საფრანგეთის პრეზიდენტს - რითი გაუმასპინძლდნენ ფრანსუა ოლანდს

მაია ფანჯიკიძის მოკრძალებული "სადილი" საფრანგეთის პრეზიდენტს - რითი გაუმასპინძლდნენ ფრანსუა ოლანდს

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა.

ინტერნეტ-მომხმარებლების უკმაყოფილება, საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ფორმამ გამოიწვია. ფანჯიკიძესთან გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ ალაგია მაგიდაზე ტკბილეული და სასმელები.

სოციალურ ქსელში პროტესტი სწორედ დახვედრის ამგვარ ფორმას მოჰყვა:

"პროტოკოლმა სარეცხი დამრჩა და გავიქეცი მალე მოვალოო", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

"პრინტერი - 300 ლარი

ელიავას silverware - 50 ლარი

ემბავუდის ავეჯი - 670 ლარი, საახალწლო ფასდაკლებაზე

კომპიუტერი Windows-ის დეფოლტ "ზასტავკით" - 500 ლარი.

სამი ბოთლი წყაროს წყალი - 4 ლარი

ხილის ასორტი ფასდაკლებით - 29 ლარი.

ყველაფერს ფულით ვერ იყიდი.

სხვა დანარჩენისთვის სახელმწიფო პროტოკოლი არსებობს",- წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

როგორც ცნობილია, ფრანსუა ოლანდმა თბილისში ჩამოფრენისთანავე პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართა. შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიაიპი ნაწილში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნახეთ ვიდეო

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო