თინეიჯერი მაკა ჩიჩუა - პირველი ლედის ძველი ფოტოები

თინეიჯერი მაკა ჩიჩუა - პირველი ლედის ძველი ფოტოები

მაკა ჩიჩუა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეორე ოფიციალური ცოლია. მარგველაშვილის აქტივობებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მისთვის ოჯახი და მეორე ნახევარი უმთავრესია. წყვილი პატარა შვილთან - თემოსთან ერთად ძირითადად დუშეთში ცხოვრობს და ოფიციალურ შეხვედრებზეც ძალიან ბედნიერად გამოიყურება ერთად. ოფიციალურ მიღებებზე თუ ვიზიტებში მაკა ჩიჩუა ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება და პირველი ლედის სტილი ნამდვილად გამორჩეულია.

მუსიკოსი და მხატვარი მაკა ჩიჩუა თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად ითვლებოდა. იგი რამდენიმე ქართულ ფილმშიცააა გადაღებული, ერთ-ერთი ფოტო სწორედ გადასაღები მოედნიდან არის, სადაც მაკა დადა დადიანთან ერთად არის გადაღებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში მაკა ჩიჩუა ასე დაახასიათა:

"მაკა არის არაჩვეულებრივი. ის არის მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ძალიან მომწონს. ის არის მუსიკოსი, არის ღრმა ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ძალიან ღრმა მსჯელობა უაღრესად რთულ საკითხებზე; და ამ დროს, როდესაც ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ქალზე წინა პლანზე წევენ მხოლოდ მის სილამაზეს, ჩემთვის ეს თემის გაუბრალოებაა. ჩემთვის სხვა თემებია პრიორიტეტული. როდესაც მაკაზე ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზეც, როგორ განმაცდევინა მან შექსპირი. ბუნებრივია, შექსპირი მაკამდეც ვიცოდი, მაგრამ მან ის სულ სხვა კუთხით, სხვა ემოციური სიმძაფრით დამანახა, ისევე როგორც - ლეონარდო, თუნდაც როგორ ცდილობდა დაენახვებინა თანამედროვე მუსიკა, ოღონდ უშედეგოდ.

მთელი ამ მცდელობიდან მხოლოდ საკამათო დარჩა, მეტი არაფერი. ეს არის ურთიერთობის ფორმა, ეს არის ადამიანი, რომელიც ურთულეს ვითარებაში, როდესაც მე ვიყავი მუდმივი ზედამხედველობის, სახელმწიფოს მძაფრი თვალის ქვეშ, შეძლო და მასწავლა, რომ შეიძლება იყო მშვიდად. დამანახა, რომ მასთან ერთად იოლად გადაიტან სირთულეებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში მუდამ გვერდით მედგა. ახლა, როცა საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ რა ლამაზია მაკა, ვფიქრობ, რომ ამით ურთიერთობას მხოლოდ აუბრალოებენ. ბუნებრივია, მე ამ კამათში არასოდეს შევდივარ", - ამბობდა გიორგი მარგველაშვილი.

"პაპის თვალებით იცქირები“ - მამა პეტრე შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

echstars-ის სტარტაპ კვირეული დაიწყო!

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი